მსახიობი გუჯა ბურდული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

მსახიობი გუჯა ბურდული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

2022-03-05 07:29:58+04:00
"დღეს ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო, ნათელში ამყოფე მისი სული..." - წერს მომღერალი ლადო ბურდული, ცნობილი მსახიობის გუჯა ბურდულის უფროსი ვაჟი. 

გუჯა ბურდული კორონავირუსის შემდგომ გართულებებით გარდაიცვალა. 
მსახიობი 1941 წლის 1 აპრილს დაიბადა. სახელი გაითქვა თემურ ბაბლუანის "უძინართა მზეში" შესრულებული მთავარი როლით.