ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ესტრადის პრიმადონად წოდებულმა ალა პუგაჩოვამ ქმარსა და შვილებთან ერთად დატოვა რუსეთი. მომღერალი ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა უკრაინაში საომარი კონფლიქტის დაწყებიდან მესამე დღეს. ცნობილია, რომ პუგაჩოვა ბოლო წლებში აქტიურად აკრიტიკებს პუტინის პოლიტიკას. ომის დაწყებისთანავე მისმა ქმარმა მაქსიმ გალკინმაც დაპოსტა ინსტაგრამზე ტექსტი სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. გალკინის მონაწილეობით რეკლამები მაშინვე გააქრეს ფედერალური არხებიდან და ტელეწამყვანი ფაქტობრივად დაბლოკეს.
ქვეყანა ასევე დატოვეს ცნობილმა მომღერალმა ზემფირამ და მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ, რომელიც, სხვათა შორის, დემნა გვასალიას დიდი მეგობარია.
რუსეთში პუტინის ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რომ სხვა ვარსკვლავებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას.