დღეიდან 13 მარტამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
- ხვალ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. მთასა და მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო დაბლობსა და ბარში წვიმა, თოვლი, თოვლჭყაპია ნავარაუდევი. 11 და 12 მარტს დასავლეთსა და აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა ნავარაუდევი. ხვალინდელთან შედარებით, 11 და 12 მარტს უფრო აცივდება. დასავლეთ საქართველოში ამაღამ ღამის საათებში 0, + 5, 11 და 12 მარტს ღამის საათებში -1, +4 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში ღამე -1, +4; -2, +3 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი ტემპერატურა. დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +3, +8 გრადუსის ფარგლებში, 11-12 მარტს +2, +7 გრადუსი როგორც დასავლეთ საქართველოშ , ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 12 მარტს შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დღისით ნალექი შეწყდეს და ქარი გაძლიერდეს. მანამდე ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მთაში შესაძლოა ნისლი, ქარბუქიც იყოს. თბილისში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი, ზეგ და მაზეგ თოვლჭყაპი. ღამის ტემპერატურა 0, -1 გრადუსის ფარგლებში, დღის ტემპერატურა +4, +6 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
მარტის თვეში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით ნაკლები იქნება. თამარ იაკობაშვილი