რას ამბობდა პირდაპირ ეთერში შევარდნამდე რუსი ჟურნალისტი და ორი შვილის დედა, რომელიც უკვე დააპატიმრეს - მშობლები

რას ამბობდა პირდაპირ ეთერში შევარდნამდე რუსი ჟურნალისტი და ორი შვილის დედა, რომელიც უკვე დააპატიმრეს

2022-03-15 07:17:41+04:00
მსოფლიო მოიცვა ვიდეომ და ფოტოებმა, თუ როგორ ჩნდება რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ქალი პლაკატით, რომელზეც ეწერა, რომ ყველაფერი, რასაც მაყურებელი უსმენდა, სიცრუე იყო და მოუწოდებდა მთავრობას ომის დასრულებისკენ. 

მალევე გაირკვა, რომ ეს მარინა ოვსიანნიკოვა გახლდათ, რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, რომელიც უკვე აღიარეს ყველაზე მამაც ქალად რუსეთში. მას ორი შვილი ჰყავს. წარმოშობით უკრაინელია - მამა უკრაინელი ჰყავს. მისი ქმარი ამავე არხზე რეჟისორად მუშაობს.

მოგვიანებით ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ მუშაობდა წლები და ემსახურებოდა რუსულ პროპაგანდას ტელევიზიის მეშვეობით და რომ ამის ძალიან რცხვენია...

ინციდენტის შემდეგ მალევე მარინა ოვსიანნიკოვა დააპატიმრეს და მის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მისი ადვოკატები.
mshoblebi