ამ ემოციურ ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი აზიარებს. ვიდეო ცხელ წერტილშია გადაღებული, სადაც ქართული ლეგიონიც იბრძვის - მოხალისეთა ქვედანაყოფი. ვიდეოში საკუთარ ლექსს კითხულობს ახალგზრდა ქართველი პოეტი თემურ ელიავა, რომელიც ცოტა ხნის წინ წავიდა უკრაინაში, გადაწყვიტა, არა მხოლოდ კალმით, არამედ იარაღით იბრძოლოს და ქართულ ლეგიონს შეუერთდა.

პოეტს შინ მეუღლე და სამი შვილი ელოდება.