85 წლის სილვიო ბერლუსკონიმ 32 წლის დეპუტატზე იქორწინა - ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსი მორიგი ქორწინება - მშობლები

85 წლის სილვიო ბერლუსკონიმ 32 წლის დეპუტატზე იქორწინა - ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსი მორიგი ქორწინება

2022-03-21 06:55:26+04:00
ამ ყველასათვის რთულ დროს იტალიელმა პოლიტიკოსმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, 85 წლის სილვიო ბერლუსკონიმ კვლავ მოიცალა დაქორწინებისთვის. ოფიციალურად ეს მისი მესამე ქორწინებაა. მისი რჩეული 32 წლის მარტა ფაშინაა, იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი და ბერსლუკონის პარტიის წარმომადგენელი.

mshoblebi
მარტა ჯერ კიდევ შარშან გადავიდა საცხოვრებლად ბერლუსკონის ვილაზე, მას მერე, რაც ყოფილი პრემიერი თავის საყვარელს ფრანჩესკა პასკალეს დაშორდა. ფრანჩესკა 10 წელზე მეტი სთხოვდა ბერლუსკონის, რომ მასზე ექორწინა, თუმცა სილვიო მტკიცედ იდგა უარზე, მერე კი უცებ ჩაანაცვლა ახალი საყვარლით.
mshoblebi
ფრანჩესკა პასკალესთან ერთად

ქორწილი მილიარდერების "ტრადიციების" თანახმად გაიმართა - ხმაურიანი, დიზაინერული სამოსით და უშველებელი ტორტით, მე-18 საუკუნის ვილაზე, მილანთან ახლოს, 60 სტუმრით. მამის მხარდასაჭერად მისი შვილებიც მივიდნენ (სილვიოს 5 შვილი ჰყავს სხვადასხვა ურთიერთობიდან). 
mshoblebi
სიძეს არმანის კოსტიუმი ეცვა, ხოლო პატარძალს - ანტონიო რივას კაბა. 
mshoblebi