"ხედავთ, როგორ იღიმება მუცლად მყოფი ბავშვი, ამოძრავებს ხელ-ფეხს და ექიმიც უკეთ ათვალიერებს" - რომელი ექოსკოპიის აპარატი ითვლება ყველაზე ინფორმატიულად - მშობლები

"ხედავთ, როგორ იღიმება მუცლად მყოფი ბავშვი, ამოძრავებს ხელ-ფეხს და ექიმიც უკეთ ათვალიერებს" - რომელი ექოსკოპიის აპარატი ითვლება ყველაზე ინფორმატიულად

2022-03-23 09:48:46+04:00


ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, სამგანზომილებიანი დიაგნოსტიკა სამედიცინო მომსახურების ბაზარზე ძვირადღირებული იშვიათობა იყო. ახლა კლინიკები მომავალ დედებს 4D კვლევასაც კი სთავაზობენ.

ბავშვთან პირველი შეხვედრა ამაღელვებელი მომენტია, ამიტომაც მომავალი დედები ცდილობენ, ყველაფერი კარგად გამოიკვლიონ. ღირს თუ არა ფულის დახარჯვა მოცულობით სურათებზე და არის თუ არა შედეგში განსხვავება, სპეციალისტები განმარტავენ.

ულტრაბგერითი გამოკვლევა - დღეს პრენატალური დიაგნოსტიკის მთავარი მეთოდია, რომელიც ხმის იმპულსს სურათად გარდაქმნის. 2D ანუ ორგანზომილებიანი ექოსკოპია ორი პარამეტრის, სიმაღლისა და სიგრძის გაზომვას გულისხმობს. სურათი სტატიკურია, შავ-თეთრი გამოსახულებით, თუმცა შესაძლებელია ნაყოფის ყველა ორგანოს, პლაცენტასა და საშვილოსნოს კედლის ნახვა. ამ რეჟიმში, ის სრულად იკვლევს ნაყოფს.
"ასეთი კვლევა შესაძლებელს ხდის ბავშვის ზომის, ანატომიის შეფასებას და დეფექტების უმეტესობის იდენტიფიცირებას. ტარდება ორსულობის ყველა სტადიაზე. შედეგად, მიღებული სურათი შეიძლება შევადაროთ შავ-თეთრ ფოტოს." - ამბობს ექსპერტი.

სამგანზომილებიანი ულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე 3D, ეფუძნება სხვა განზომილებას - სიღრმეს. ესეც ფოტოა, მაგრამ უკვე ფერადი, უკეთ ჩანს გამოსახულება, გარეგნობა. ზოგჯერ, ეს უფრო ინფორმაციულია ექიმისთვის, რადგანაც ამ გზით მას უფრო მეტი დეტალი აქვს ნაყოფის შესახებ.

"3D ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გამოჩნდეს ყბა-სახის მიდამოს ზოგიერთი დეფექტი, როგორიცაა ტუჩისა და სასის ნაპრალი, აგრეთვე ხერხემლის პათოლოგიები."- ამბობენ სპეციალისტები. ბოლო დროს, კლინიკები მომავალ დედებს ოთხგანზომილებიან ექოსკოპიას (4D) სთავაზობენ. მეოთხე განზომილება დროა. ეს არის სამგანზომილებიანი გამოსახულება დინამიკაში, რეალურ დროში. თქვენ ხედავთ, როგორ იღიმება ბავშვი, ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, ზოგადად, როგორ მოძრაობს. თუ წინა ვარიანტები შეიძლება ფოტოს შევადაროთ, ეს მეთოდი ვიდეოს უფრო ჰგავს და შეგიძლიათ ნახოთ არა მარტო ბავშვის მოძრაობა, არამედ ექიმს აქვს შესაძლებლობა, დააკვირდეს, როგორ მუშაობს ბავშვის ხელების, ფეხების სახსრები.
"კლასიკურად, პირველ რიგში, ყოველთვის კეთდება ჩვეულებრივი, ორგანზომილებიანი ექოსკოპია, ის მაქსიმალურად ინფორმატიულია და უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დიაგნოზისთვის. სურვილის შემთხვევაში, ორსულ ქალს ყოველთვის შეუძლია დამატებით მიმართოს 3D და 4D კვლევას, რათა უკეთ დაინახოს ბავშვი, მისი სახის გამომეტყველება და სახის ნაკვთები." - განმარტავენ სპეციალისტები.

altროდის ცდება ექოსკოპია სქესის დადგენისას და რატომ ერევათ ხშირად გოგონა ბიჭში

alt"დაიმახსოვრეთ, ორსულის მდგომარეობა ფასდება ბავშვის წონით" - ამირან გურგენიძის რჩევები ორსულთა ექოსკოპიაზე

alt"გადავამოწმოთ დიაგნოზი სხვა სპეციალისტთანაც, ეს არ არის სირცხვილი... შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - გენრიეტა გაგოშიძე ექოსკოპიის შეცდომებზე