ქეთი ხატიაშვილის დაბადების დღე ოჯახურ წრეში - "დღეს სად გადავიხდი და როგორ ჩემს დაბადების დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია, სიმშვიდე იყოს" - მშობლები

ქეთი ხატიაშვილის დაბადების დღე ოჯახურ წრეში - "დღეს სად გადავიხდი და როგორ ჩემს დაბადების დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია, სიმშვიდე იყოს"

2022-03-24 07:36:35+04:00
ტანმოვარჯიშემ და ტელეწამყვანმა ქეთი ხატიაშვილმა 33-ე დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღნიშნა. მის გვერდით იყვნენ მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, მისი რჩეული - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა და დავითის შვილი პირველი ქორწინებიდან.

"დღეს ჩემი დაბადების დღეა!
33 წლის გავხდი. ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, სამყაროს!!
ბედნიერი ვარ ყოველი დღით!
მადლობა ჩემ გარშემო ნამდვილ ადამიანებს ადამიანობისთვის!!

დღეს სად გადავიხდი და როგორ ჩემს დაბადების დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!! მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა და იყოს სიმშვიდე.
მიყვარხართ და ვგრძნობ თქვენ სიყვარულს", - წერს ქეთი.

mshoblebi