"ბავშვები გვეკითხებიან - ამა­ღამ მოვ­კვდე­ბით?!. შემ­დეგ კი­თხვის დას­მაც შე­წყვი­ტეს. 5 წლის ბავ­შვმა ში­შის­გან ლა­პა­რა­კი შე­წყვი­ტა" - მარიუპოლელი ქალის მონათხრობი - მშობლები

"ბავშვები გვეკითხებიან - ამა­ღამ მოვ­კვდე­ბით?!. შემ­დეგ კი­თხვის დას­მაც შე­წყვი­ტეს. 5 წლის ბავ­შვმა ში­შის­გან ლა­პა­რა­კი შე­წყვი­ტა" - მარიუპოლელი ქალის მონათხრობი

2022-03-25 08:42:15+04:00


"ხმა ნან­გრე­ვე­ბი­დან, სა­ში­ნელ უდაბ­ნოდ ქცე­უ­ლი ქა­ლა­ქი, გაქ­ცე­ვა ჯო­ჯო­ხე­თი­დან" - ეს არ არის იმ ფრა­ზე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლი­თაც და­სავ­ლუ­რი მე­დია ბოლო დღე­ე­ბია უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლს მო­იხ­სე­ნი­ებს... ოკუ­პან­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი არ სრულ­დე­ბა, რუ­სუ­ლი ბლო­კა­დის დღე­ე­ბი გრძელ­დე­ბა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის წარ­მო­უდ­გე­ნელ ფა­სად უძ­ლებს...

ერთი შე­ნო­ბის სარ­და­ფი­დან მე­ო­რე­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, სკო­ლე­ბის, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თავ­შე­საფ­რებ­ში შე­ფა­რე­ბულ ქა­ლებს, ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებს, ორ კვი­რა­ზე მე­ტია რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია და არ­ტი­ლე­რია დაჰ­ყვე­ბა... უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი რუ­სულ ჭურ­ვებს, სა­რა­კე­ტო იე­რი­შებს ეწი­რე­ბა, ზოგს კი ნან­გრე­ვებ­ში პო­უ­ლო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად შეძ­ლო ბლო­კა­დი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა, ზოგ­მა დრო­უ­ლად გა­მო­აღ­წია, ზოგს რუ­სუ­ლი ტყვი­ე­ბი­სა და ჭურ­ვე­ბის ქვეშ მო­უ­წია სამ­შვი­დო­ბოს გა­მოს­ვლა. თუმ­ცა, ყვე­ლას არ გა­უ­მარ­თლა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მტერს დღემ­დე სარ­და­ფებ­ში ემა­ლე­ბა.

AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ ერთ უკ­რა­ი­ნულ ოჯახ­ზე, რომ­ლის წევ­რე­ბიც ომმა დახ­ლი­ჩა.

ლოლა ტი­უ­ლე­ნე­ვა:

- თით­ქმის სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რეთ. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გვბომ­ბავ­დნენ, თუ ვინ­მეს ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხავ­დნენ, და­მიზ­ნე­ბით ეს­როდ­ნენ... ბოლო ოთხი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­და­ფი­დან არ ამოვ­სულ­ვართ. ქა­ლაქ­ში, უფრო სწო­რედ, ქა­ლა­ქის ნარ­ჩე­ნებ­ში აღარ არ­სე­ბობს დენი, სით­ბო, საკ­ვე­ბი, წყა­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ქუ­ჩე­ბი სავ­სეა გვა­მე­ბით და სა­საფ­ლა­ო­ე­ბით. ერთ დროს სკვე­რე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ეზო­ე­ბი სა­საფ­ლა­ოდ ვაქ­ცი­ეთ. ხში­რად ისე ვმარ­ხავ­დით, გვარ-სა­ხელ­საც ვერ ვა­ყო­ლებ­დით...

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და მათი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი კი­თხვე­ბი - ამა­ღამ მოვ­კვდე­ბით?!. შემ­დეგ კი­თხვის დას­მაც შე­წყვი­ტეს. ჩემი ახ­ლობ­ლის 5 წლის ბავ­შვმა ში­შის­გან მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის­გან ლა­პა­რა­კი შე­წყვი­ტა. იმ წყე­ულ და­ბომბვამ­დე უამ­რა­ვი თავ­შე­სა­ფა­რი გა­მო­ვი­ა­რეთ, მთე­ლი ღამე მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში ვმდგარ­ვართ. მო­ხუ­ცე­ბი ვერ უძ­ლებ­დნენ და 5-6 დღე­ში იღუ­პე­ბოდ­ნენ. მათ იქვე, სა­ერ­თო საფ­ლავ­ში ვმარ­ხავ­დით. თურ­მე ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი. რამ­დენ­ჯერ­მე ცხედ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გაგ­ვი­თე­ნე­ბია, თუ თავ­შე­სა­ფარ­ში ვინ­მე ჭრი­ლო­ბე­ბის­გან, სტრე­სის­გან, გუ­ლის შე­ტე­ვის, წნე­ვის­გან და­ი­ღუ­პე­ბო­და, დი­ლამ­დე
ვერ ვმარ­ხავ­დით.
განაგრძეთ კითხვა