აბიტურიენტებს, ვისაც სწავლის გაგრძელება ამერიკულ უნივერსიტეტებში სურთ, ვებსტერი სპეციალურ პირობას სთავაზობს - მშობლები

აბიტურიენტებს, ვისაც სწავლის გაგრძელება ამერიკულ უნივერსიტეტებში სურთ, ვებსტერი სპეციალურ პირობას სთავაზობს

2022-03-28 06:24:53+04:00
1000 აშშ დოლარის ოდენობის საერთაშორისო გრანტი პირველ წელს, ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, სხვა ქვეყნების კამპუსებთან შედარებით დაბალი გადასახადი ანალოგიურ სასწავლო პროგრამებში, სხვა ქვეყანაში ცხოვრებისა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება - ეს იმ უპირატესობათა ჩამონათვალია, რომლითაც ვებსტერ საქართველოს სტუდენტები ისარგებლებენ.
ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელსაც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა სურს, ამ უპირატესობებით სარგებლობა შეუძლია. ამდენად, ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა აბიტურიენტებისთვის რთულად მისაღწევი და თითქმის აუხდენელი ოცნება აღარაა.
ვებსტერ საქართველო პირველ სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წელს მიიღებს. უნივერსიტეტი შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირებამ მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.
ვებსტერის მთავარი ოფისის წარმომადგენლები საქართველოში ფილიალის გახსნით მოხარულები არიან და აღნიშნავენ, რომ ამერიკული განათლება რეგიონისთვის ხელსაყრელი პირობებით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჩვენს ღირებულებებს და ხედვას. აქ ვართ იმისთვის, რომ საქართველოსა და რეგიონს საუკეთესო ხარისხის განათლება მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, შემოვიყვანოთ მსოფლიო საქართველოში, ისევე, როგორც განვავრცოთ საქართველო მსოფლიოში. კამპუსის გახსნა დიდ შანსებს მისცემს ქართველ და ასევე, მეზობელი ქვეყნების სტუდენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამ რეგიონში პირველად ვართ, ჩვენი პარტნიორობა ახლა იწყება და, ვფიქრობ, იგი ძალიან წარმატებული იქნება,“ - განაცხადა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა საქართველოსთან მემორანდუმზე ხელის მოწერის დროს.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი განთავსებულია 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე იმავე სივრცეში, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მდებარეობს. უნივერსიტეტი აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სამუშაო სივრცეებს.
წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი ვებსტერი საერთაშორისო განათლების ლიდერია, რომლის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს.
უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლობენ ამერიკის 50-ვე შტატიდან და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. მას 190 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ყოველწლიურად კი 14 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კამპუსებში.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება - ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთასორისო ურთიერთობები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე