ცოლზე ხუმრობის გამო, უილ სმიტმა წამყვანს სახეში გაარტყა და მერე საჯაროდ აგინა - სკანდალი "ოსკარზე" - მშობლები

ცოლზე ხუმრობის გამო, უილ სმიტმა წამყვანს სახეში გაარტყა და მერე საჯაროდ აგინა - სკანდალი "ოსკარზე"

2022-03-28 07:50:07+04:00
წლევანდელ "ოსკარებსაც" არ ჩაუვლია სკანდალის გარეშე. თუმცა ასეთი რამ, ჯერ ნამდვილად არ ყოფილა.

საღამო მშვენივრად დაიწყო, დარიგდა პრიზები, მათ შორის, თავად უილ სმიტმაც მიიღო მთავარი ჯილდო - "ოსკარი" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "მეფე რიჩარდი"... თუმცა მისი ჯილდო და გამარჯვების სიხარული ინციდენტმა გააუფერულა. ..

ცერემონიის წამყვანმა კრის როკმა არც ისე წარმატებულად იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ძალიან მოკლე ვარცხნილობაზე და ის შეადარა 1997 წლის ფილმის "რიგითი ჯეინის" მთავარ გმირს, რომელიც გრძელ თმას იპარსავს სამხედრო სამსახურისთვის. თუმცა ჯადას შემთხვევაში მოკლე ვარცხნილობას სულ სხვა მიზეზი აქვს - ალოპეცია აქვს, აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც თან სდევს თმის ცვენა. ამის შესახებ ჯადას თავადაც უსაუბრია ღიად, რადგან ხმები ვრცელდებოდა, რომ ის სიმსივნეს ებრძოდა.
mshoblebi
ამ ყველაფრის ფონზე კრის როკის ხუმრობა შეურაცხმყოფელად მიიჩნია უილ სმიტმა, სცენაზე ავიდა და სახეში გაარტყა წამყვანს, მერე კი დარბაზიდანაც შეაგინა.

მაყურებელი გაოგნდა, ბევრს ეგონა, რომ ეს დადგმა იყო.

მოგვიანებით უილმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა მაყურებლებისა და კინოაკდემიის წევრების, სხვა ნომინანტების წინაშე, რადგან მართალია, ცოლის ღირსება დაიცვა, თუმცა სხვაგვარად უნდა გამოეხატა უკმაყოფილება.