ტელეწამყვანი მაია ასათიანი გამუდმებით ხდება აგრესიული კომენტარების მსხვერპლი მას მერე, რაც ქალიშვილი გარდაეცვალა და "გაბედა ცხოვრების გაგრძელება". მას კიდევ ერთხელ მოუწია პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კიცხავენ "სარკეში ჩახედვის სურვილის", გაპრანჭვის თუ იმის გამო, რომ უბრალოდ ცხოვრებას აგრძელებს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ასეთი კომენტარი გამოაქვეყნა და შემდეგ თავისი პასუხიც დაწერა:
"თუ ეს ვინმეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად. მაქვს კრედიტი. ვარ უმუშევარი. საქმეს, რომელსაც 15 წლიდან ვემსახურები, სამწუხაროდ, ჩამოშორებული ვარ. არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი. ჩემს თავზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო და მიუხედავად ამისა, ყოველი დღის გათენება მაინც მიხარია!!!
ნუ დამღალეთ კითხვით - რატომ ვარ ცოცხალი!!!"
