ბელმონდოს შვილიშვილს კინოვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ - ცნობილი წინაპრის ღირსეული მემკვიდრე - მშობლები

ბელმონდოს შვილიშვილს კინოვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ - ცნობილი წინაპრის ღირსეული მემკვიდრე

2022-03-29 14:32:29+04:00
ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-პოლ ბელმონდო არც ისე დიდი ხანია, გარდაიცვალა. თუმცა ფრანგული კინოფილმების ტიტრებში კვლავ ჩანს ბელმონდოს გვარი - მისი შვილიშვილი ვიქტორი ამომავალი ვარსკვლავია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო ფილმი, "9 მიზეზი სიცოცხლისთვის" ჰიტადაც იქცა და ვიქტორს სავარაუდოდ სერიოზული კინოკარიერა ელის. 
mshoblebi
დედ-მამასთან ერთად

ვიქტორი ჟან-პოლის ვაჟის - ფორმულა 1-ის მრბოლელ პოლ მელმონდოსა და მისი ცოლის, ტელეწამყვან ლუანას შვილია. 1993 წლის 15 დეკემბერს დაიბადა საფრანგეთში, პარიზის პრესტიჟულ რაიონში. რომ წამოიზარდა, გადაწყვიტა, ცნობილი წინაპრის გზას გაჰყოლოდა.
mshoblebi
სამსახიობო ოსტატობა და თეატრის ისტორია ისწავლა - პარიზის კინემატოგრაფიულ სკოლაში, შემდეგ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ჟან-პოლ ბელმონდოზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისას. 2015 წელს კი დებიუტი ჰქონდა კინოში, რასაც შემდეგ სხვა როლებიც მოჰყვა. ამბობენ, რომ გარდა გარეგნული მონაცემებისა, ვიქტორს უდაოდ აქვს მსახიობობის ნიჭი და ჟან-პოლთან მსგავსება და მისი გვარიც, ნამდვილი ბონუსი იქნება მომავალი წარმატებისთვის.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi


altრატომ დარჩა მარტო 88 წლის ჟან პოლ ბელმონდო - მსახიობის პირადი ტრაგედიები, ქალები, შვილები და შვილიშვილები