გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საბავშვო წიგნების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც "გახდი საბავშვო ბესტსელერი 2021-ის" გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართება.
პალიტრა L-ის საბავშვო ლიტერატურული კვირეული გამომცემლობის
ვებგვერდზე და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 1-დან 8 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში, "ბიბლუსი გალერეის" გაგარინის ფილიალში ეწყობა საბავშვო ავტორების ლელა ცუცქირიძისა და ვასო გულეურის წიგნების წარდგენა.
პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ
Magic City • მეჯიქსითი-ის 1-საათიანი ულიმიტ ოვაუჩერი.
პატარები საჩუქრებს უნდა ელოდონ
Slushy • სლაში-ისგან, რომელიც ტკბილეულით, სლაშით, სტიკერებითა და სხვა საჩუქრებით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანია
სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები-ის საბავშვო ხაზის სანტელო კომოკო• Sante Loko Moko-ს ახალი პროდუქცია.
"პალიტრა L" პატარა მკითხველებს ლიტერატურულ დღესასწაულზე 2 აპრილს 15:00 საათზე, გაგარინის მოედანზე მდებარე "ბიბლუსი გა-ლერეაში" ელის.