2 აპრილს "ბიბლუსი გალერეაში" საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართება - მშობლები

2 აპრილს "ბიბლუსი გალერეაში" საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

2022-04-01 06:27:44+04:00
გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საბავშვო წიგნების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც "გახდი საბავშვო ბესტსელერი 2021-ის" გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართება.

პალიტრა L-ის საბავშვო ლიტერატურული კვირეული გამომცემლობის ვებგვერდზე და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 1-დან 8 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში, "ბიბლუსი გალერეის" გაგარინის ფილიალში ეწყობა საბავშვო ავტორების ლელა ცუცქირიძისა და ვასო გულეურის წიგნების წარდგენა.

პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ Magic City • მეჯიქსითი-ის 1-საათიანი ულიმიტ ოვაუჩერი.

პატარები საჩუქრებს უნდა ელოდონ Slushy • სლაში-ისგან, რომელიც ტკბილეულით, სლაშით, სტიკერებითა და სხვა საჩუქრებით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები-ის საბავშვო ხაზის სანტელო კომოკო• Sante Loko Moko-ს ახალი პროდუქცია.

"პალიტრა L" პატარა მკითხველებს ლიტერატურულ დღესასწაულზე 2 აპრილს 15:00 საათზე, გაგარინის მოედანზე მდებარე "ბიბლუსი გა-ლერეაში" ელის.