"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა? - მშობლები

"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა?

2022-04-04 10:46:44+04:00
31 მარტს, თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის ბი­ჭის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE -ს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"უმ­ძი­მე­სი მგო­მა­რე­ო­ბა იყო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და გულ-მკერ­დის მი­და­მო, ჩა­ტარ­და ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია. არა­ერ­თი ქი­რურ­გი იყო ამა­ში ჩარ­თუ­ლი. ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მოხ­და მენჯ-სახ­სრის ფიქ­სა­ცია. ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა", - გვი­თხრეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

ორი დღის წინ ბავ­შვის დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რო­გორ ელო­დე­ბო­და ბიჭი ყო­ველ­დღე სას­კო­ლო ავ­ტო­ბუსს.

"სულ ამ ად­გი­ლას იდგა და ელო­დე­ბო­და ხოლ­მე ჩემი ტკბი­ლი ბიჭი მეც ასე ფან­ჯრი­დან ვა­ცი­ლებ­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი ხოლ­მე ყო­ველ დი­ლას. ღმერ­თო მი­ცო­ცხლე ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ბიჭი და მეტს არა­ფერს აღარ გთხოვ" - წერ­და მოს­წავ­ლის დედა. განაგრძეთ კითხვა