3 წლის ბავშვმა თამაშისას ფსიქოტროპული წამლები დალია და გარდაიცვალა - მშობლები

3 წლის ბავშვმა თამაშისას ფსიქოტროპული წამლები დალია და გარდაიცვალა

2022-04-06 07:42:45+04:00

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახ­შან­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 3 წლის ბავ­შვი ემსხვერ­პლა.

3 წლის ბავ­შვმა ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტი და­ლია. მცი­რე­წლო­ვა­ნი ბიჭი ჯერ ად­გი­ლობ­რივ, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი შემ­თხვე­ვის დროს დას­თან ერ­თად იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, და-ძმა ბე­ბი­ას­თან მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"შემ­თხვე­ვის დროს ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ. პა­ტა­რა ბიჭს მა­შინ და­უ­ლე­ვია წა­მა­ლი. ყვე­ლა­ფერს ეცად­ნენ, მაგ­რამ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს“, - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

altნივთები სახლში, საიდანაც ბავშვებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ