საფენის დერმატიტი - მშობლები

საფენის დერმატიტი

2022-04-11 06:49:34+04:00

ჩვილის კანი ნაზი და სათუთია, ამიტომ ის ადვილად ზიანდება, რასაც ხელს ბავშვის კანის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები უწყობს. ყველაზე ხშირად კანის გაღიზიანება საფენქვეშა არეში ხდება. ეს ხომ ის ადგილია, რომელიც ხშირად განიცდის დასველებას შარდთან და განავლთან შეხების გამო. მათში არსებული ფერმენტები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ საბოლოოდ კანს აზიანებენ. მნიშვნელოვანია კანისა და განავლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა. ტუტე გარემო კანის დაზიანების რისკს ზრდის, მჟავა კი პირიქით. დაზიანებულ კანი საუკეთესო გარემოა ბაქტერიების და სოკოების გამრავლებისათვის, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. შედეგად ვიღებთ საფენქვეშა არეში გაწითლებულ, ზოგჯერ დაწყლულებულ კანს, რაც პატარას ტკივილს და დისკომფორტს ანიჭებს.

აი, საფენის დერმატიტის განვითარების უმთავრესი მიზეზები:

საფენის არარეგულარული გამოცვლა, რაც კანთან შარდის და განავლის შეხების დროს ზრდის.
ალერგია საფენში შემავალ ზოგიერთ ინგრედიენტზე, რაც კანის დაზიანებას იწვევს.
არასწორად მორგებული საფენი, რომელიც ხახუნის დროს კანის დაზიანებას იწვევს.
ხელოვნური კვების ჩვილებში სტატისტიკურად საფენქვეშა დერმატიტი უფრო ხშირად ვითარდება, რადგან განავლის PH ტუტისკენ იხრება.
ზოგჯერ საფენქვეშა დერმატიტის სიხშირე იზრდება დამატებითი კვების დაწყებისას, რაც განავლის ცვლილებას იწვევს.
თუთიის და ბიოტინის დეფიციტი
კანის დაზიანებას ხელს უწყობს დიარეა
ანტიბიოტიკოტერაპია - ანტიბიოტიკები ცვლიან არამარტო განავლის , არამედ კანის მიკრობულ სპერტრსაც, რაც სოკოს განვითრების და კანის დაზიანების რისკს ზრდის.

როგორ გამოვიცნოთ

დაზიანებული კანი შეწითლებულია. შესაძლებელია შენინშოთ კანის ნაოჭებში უფრო მკვეთრად გამოხატული სიწითლე და გამონაყარი, რაც მეტად სოკოვან ინფექციას ახასიათებს. უფრო მძმე შემთხვევებში კანზე წყლულები ჩნდება.
საფენის რომელიმე კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში თვალსაჩინოა კანის სიწითლე, რომელიც პრაქტიკულდ იმეორებს საფენის ფორმას.

რა გავაკეთოთ

მთავარი სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნებაა, ამიტომ საჭიროა საფენის ხშირად გამოცვლა, გამოცვლის წინ საფენქვეშა არის ჩაბანა, დეტალური გამშრალება და უსაფენო დროის გაზრდა.
დაზიანებული კანის გასაწმენდად არ გამოიყენოთ სველი ხელსახოცები.
ყურადღება მიაქციეთ, რომ საფენი აუცილებლად კარგად მორგებული უნდა იყოს, რაც შეამცირებს კანთან ხახუნს და მისი დაზიანების რისკს.
საფენის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ინგერდიენტებს - ის ჰიპოალერგიული მასალებისაგან უნდა იყოს დამზადებული, ნაზი ზედაპირით პატარას სათუთი კანისათვის. ჰქონდეს შეწოვის მაღალი უნარი. თანამედროვე მაღალი ხარისხის საფენები თხელია, რაც აადვილებს მათ მორგებას.
მაღალი ხარისხის საფენები ბიოდეგრადირებადი მასალებისაგან მზადდება, საფენის სითხელე კი განაპირობებს ნაკლები ნარჩენის წარმოქმნას და ხელს უშლის გარემოს დაბინძურებას.
mshoblebi
ყველა ზემოთ ხსენებულ თვისებას სრულად პასუხობს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იტალიური წარმოების საფენი პილო, რომელიც შექმნილა 100% ბუნებრივი ცელულოზისაგან (გადამუშავებული ხის მასალა) არ შეიცავს ნავთობპროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოს. საფენი არის აბრეშუმივით ნაზი, გამორჩეულად თხელი, არის ბიოდეგრადირებადი და ძალიან მსუბუქი. უნიკალური სამი არხის მეშვეუბით ახდენს სითხის სრულ შეწოვას და გადანაწილებას საფენის მთლიან პერიმეტრზე.
დაზიანებული კანის მოსავლელად თუთიის შემცველი კრემი უნდა გამოიყენოთ. თუთიის ოქსიდის, ჩვეულებრივ, საფენქვეშა მალამოები შეიცავს.
თუ თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძებები ეფექტური არ აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ამ შემთხვევაში შესაძლოა პატარას მედიკამენტური ჩარევაც დასჭირდეს.

R