55 წლის ვენსან კასელის მეორე ცოლი 25 წლის გახდა - მოდელის დაბადების დღეს მისი გერიც ესწრებოდა (ფოტოები) - მშობლები

55 წლის ვენსან კასელის მეორე ცოლი 25 წლის გახდა - მოდელის დაბადების დღეს მისი გერიც ესწრებოდა (ფოტოები)

2022-04-12 07:31:13+04:00
55 წლის ფრანგი მსახიობის ვენსან კასელის მეორე მეუღლე, მოდელი ტინა კუნაკი 25 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრების წრეში გადაიხადა და მას მისი გერი, ასევე მოდელი დევა კასელიც ესწრებოდა. 
mshoblebi
mshoblebi
როგორც ცნობილია, ვენსანმა ტინა კულაკი მონიკა ბელუჩისთან განქორწინების შემდეგ მოიყვანა ცოლად. ტინამ ვენსანს ქალიშვილიც გაუჩინა და ახლა მსახიობი სამი ქალიშვილის მამაა. 
mshoblebi
ყოფილი ცოლ-ქმარი, ვენსანი და მონიკა, ცივილიზებულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. ქალიშვილის გადაღებებს რამდენჯერმე ერთადაც დაესწრნენ. მონიკა ჯერჯერობით მარტოა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე აგორდა ჭორი მისი მორიგი რომანის შესახებ. ვენსანი კი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ახალგაზრდა ცოლის გვერდით.


altროგორ ერთობა ვენსან კასელი ახალგაზრდა ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად და რას ეძახის მათ მოფერებით

altმონიკა ბელუჩის ქალიშვილი ყველაზე ლამაზად დაასახელეს ვარსკვლავების შვილებს შორის - დევა კასელი ერთდროულად ორი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა