"მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაკლება" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - მშობლები

"მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაკლება" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

2022-04-13 10:00:45+04:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამაფრთხილებელი შეტყობინება გამოჩნდა. სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი 2 დღის განმავლობაში ამინდები უარესდება: 

"14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს." - ნათქვამია განცხადებაში.