ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. ზრუნვა სხვადასხვაგვარია და ის უამრავ ძალიან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ყველა დედა ცდილობს, შვილს მაქსიმალურად ბევრი გაუკეთოს, რომ ის ჯანმრთელი იყოს. არსებობს გარკვეული სტანდარტული წესებიც, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ახლა სწორედ ამ წესებსა და რეკომენდაციებს გაგაცნობთ.
კედლები, რომელშიც ვცხოვრობთ

ბავშვი დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეირჩეს ის სარემონტო მასალები, რომლითაც მის ოთახს და არა მხოლოდ მის ოთახს გაარემონტებთ. 21–ე საუკუნეში ტყვიის შემცველი სხვადასხვა მასალები და მათგან მიყენებული ზიანი ძალიან აქტუალური პრობლემაა. თუ კედლებს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებავთ, ეს შედეგს მყისიერად არა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოიღებს. ბავშვისთვის კი მისგან მიყენებული ზიანი განსაკუთრებით დიდია, რადგან ბავშვის იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და მისი მდგრადობა სხვადასხვა მავნე ფაქტორის მიმართ დაბალია.
შეარჩიეთ საღებავი, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO EN71-3 სერტიფიკატი. ეს ადასტურებს, რომ პროდუქცია არ შეიცავს ამიაკს და ტყვიას. ქართულ ბაზარზე ასეთი პროდუქტი „ქრომოდომის“ ლაქ-საღებავებია. „ქრომოდომის“ (CHROMODOMI) ECOlife იდეალური არჩევანია ხელმისაწვდომი ფასით და შესანიშნავი მახასიათებლებით, რაც დაფარვის მაღალ უნარს და რაც მთავარია, მაღალ სუნთქვადობას მოიცავს.

ასევე, ბავშვის ოთახის იატაკის შერჩევისას აუცილებელია, გაითვალისწინოთ მასალის ეკოლოგიურობა და მდგრადობა. შეარჩიეთ „კასტამონუს“ (KASTAMONU) ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა, ნაკაწრების მიმართ მდგრადი და ადვილად საწმენდი ლამინირებული იატაკის ფილები.
ჰაერის გამოცვლა

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ჰაერის გამოცვლა აუცილებლად ცნობილ კურორტზე დასვენებას გულისხმობს. რეალურად ასე არაა. სინამდვილეში მნიშვნელოვანია, ბავშვები წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ ერთი კვირით მაინც წაიყვანოთ ქალაქგარეთ, სადაც არც ბევრი ავტომობილი მოძრაობს და არც ჰაერია დაბინძურებული. ეს შეიძლება იყოს სოფელი მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. პედიატრების რჩევით, ჰაერის გამოცვლისას სჯობს, მშობლებმა ბავშვები ქალაქიდან სოფელში, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში ან კიდევ პირიქით, აღმოსავლეთი საქართველოდან დასავლეთში წაიყვანონ.
სათამაშოები – ცოტა და ხარისხიანი

სათამაშო ბავშვის განვითარების აუცილებელი ნაწილია. თუმცა ეს ეხება ხარისხიან სათამაშოს და არა ზოგადად, სათამაშოს. უმჯობესია, ბავშვს რამდენიმე სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი და არა ბევრი და უხარისხო. თუმცა ბევრ მშობელს არჩევანის გაკეთების დროს უხარისხო პროდუქციით გაჯერებული ბაზარი აბნევს. ხარისხიანი სათამაშო რომ იყიდოთ, გაითვალისწინეთ: სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც მწარმოებლის, მასალის შესახებ იქნება ინფორმაცია; შეღებილი სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას; საღებავები, პლასტელინი, თიხა უნდა იყოს არატოქსიკური; ხარისხიან სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კუთხეები; თუ სათამაშოს ელემენტები აქვს, ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაცული ბავშვის შეხებისგან.
ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული ბავშვის მენიუს მთავარი ნაწილი უნდა იყოს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, ის დიდი რაოდენობით ნიტრატებს არ შეიცავდეს. ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გროვდება. განსაკუთრებით, ჭარხალში, სტაფილოში, კარტოფილში, სალათებსა და მწვანილებში. თანაც სხვადასხვა ბოსტნეულში სხვადასხვა ადგილას არის კონცენტრირებული. მაგალითად, კომბოსტოსა და სტაფილოში ნიტრატების დიდი რაოდენობა გულში გროვდება, კიტრსა და ბოლოკში - კანში. ხილ–ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობის გასაკონტროლებლად, აუცილებელია სანდო მწარმოებლის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე, ბაზარზე ხელმისაწვდომია ნიტრატის საზომი მოწყობილობა, რომლითაც თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ მავნეა თუ არა კონკრეტული პროდუქტი.
ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა თქვენს ცხოვრებაში ჯანმრთელობის ხარისხს განსაზღვრავს. ბავშვი პატარა ასაკიდანვე უნდა მიაჩვიოთ, რომ დღის განმავლობაში ფიზიკურ აქტივობას გარკვეული დრო დაუთმოს. არ შეიძლება მთელი დღე სახლში იყოს. აუცილებელია, გავიდეს ეზოში, იმოძრაოს, დაკავდეს სხვადასხვა საბავშვო სპორტით. შესაბამის ასაკში ასწავლეთ ველოსიპედით, როლიკებით თუ სკეიტბორდით კატაობა. ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ფეხით სიარული. მოკლე მანძილზე იარეთ ფეხით და ბავშვი პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ამას.