სკოლაში მისვლა იმ 5 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ, ვისაც 6 წელი ოქტომბრამდე უსრულდება - როდიდან შედის ძალაში ახალი ცვლილება - მშობლები

სკოლაში მისვლა იმ 5 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ, ვისაც 6 წელი ოქტომბრამდე უსრულდება - როდიდან შედის ძალაში ახალი ცვლილება

2022-04-14 08:15:43+04:00


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის საფუძველზეც ბავშვები, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში წასვლას შეძლებენ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით, 86 ხმით მიიღეს.

პროექტის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველ გუნდს შესთავაზა, რომ თარიღი არა მხოლოდ 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებულთათვის განისაზღვროს, არამედ სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ ბავშვებს, ვინც კალენდარული წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე დაიბადნენ.

აღნიშნული ინიციატივის გაზიარება არ მოხდა, თუმცა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა არ გამორიცხა, რომ 31 დეკემბრამდე დაახლოება ეტაპობრივად მოხდეს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, რადგან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 მარტს გამოცხადდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.