ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ბედის შეცვლის შანსი - მშობლები

ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ბედის შეცვლის შანსი

2022-04-21 07:21:30+04:00
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ცხოვრებაში აქვს წლები, რომლებსაც შეიძლება საბედისწერო ეწოდოს. ამ დროს შესაძლოა მოხდეს როგორც სასიხარულო, ისე ტრაგიკული მოვლენები. ამიტომაც, ჯობს წინასწარ იცოდეთ მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, რომ ცვლილებებისთვის მზად იყოთ.

ვერძი
საბედნიეროდ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს უფრო ხელსაყრელი ცხოვრებისეული ცვლილებები აქვთ, ვიდრე ტრაგიკული. ამიტომაც, მოცემული მნიშვნელოვანი წლები ერთგვარ საჩუქრადაც შეიძლება გადაიქცეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ვერძს შეუძლია მიაღწიოს ახალ კარიერულ და ფინანსურ საფეხურს. ასევე, ხშირად ამ დროს, ნიშნის წარმომადგენლები ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობებს იწყებენ. ასტროლოგების თქმით, ეს წლებია: 20, 31, 35, 43, 47, 58, 60, 66.

კურო
კუროსთვის საბედისწერო წლებია: 17, 23, 25, 30, 35, 39, 51, 60 და 64. ეს წლები კი შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს. პირველ ეტაპზე კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არც ისე სასიამოვნო მოვლენებს განიცდიან: კურო შეიძლება უპასუხო სიყვარულს წააწყდეს, ეძებოს საკუთარი თავი პროფესიაში და ჰქონდეს გარკვეული ფინანსური სირთულეები. მაგრამ, 30 წლის შემდეგ, ყველა წარუმატებლობა შემცირდება და ცხოვრება მათ ბედნიერ მომენტებს მისცემს.

ტყუპები
ტყუპები მოსალოდნელ ცვლილებებს გაცილებით ადრე გრძნობენ და თითქოს, ემზადებიან კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ინტუიციურ დონეზე უკვე იციან, როდის მოხდება საბედისწერო ცვლილებები, ასტროლოგები მაინც ასახელებენ გარდამტეხ წლებს, რომლებიც ცხოვრებაში მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს თითოეულ მათგანს. ყურადღებით იყავით 20, 36, 40, 52, 64, 70 და 80 წლის ასაკში.
mshoblebi
კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ, რადგან ბედი ხშირად მათ არცთუ ისე სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს, რისთვისაც მზად არ არიან. კირჩხიბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75 წლის ასაკს. უფრო მეტიც, 50 წლამდე პრობლემები შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ სირთულეები შესაძლებელია როგორც სამსახურში, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც.

ლომი
ლომი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისაც ნამდვილად სჯერა, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნიას. ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ძნელია კამათი, რადგანაც ისინი ყველაფერს აღწევენ, რაც სურთ. მაგრამ, ზედმეტი არ იქნება იმის გარკვევა, თუ როდისაა ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი. ამიტომაც, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ წლებს: 36, 43, 57, 60 და 79.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ბედის არ სჯერათ და ამჯობინებენ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ. მათ შესაძლოა ფინანსებისა და სამსახურის საქმეები გააკონტროლონ, თუმცა გრძნობების წინაშე ვერაფერს გახდებიან და ამ მიმართულებით, შესაძლოა რაღაცების დაგეგმვა გაუჭირდეთ. ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებში - 21, 27, 31, 43, 50 წლის ასაკში ქალწულებმა შესაძლოა სიყვარულში იმედგაცრუება განიცადონ.

სასწორი

სასწორისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი წლები: 23, 35, 40, 46, 56, 64, 72. მაგრამ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს საფრთხის არ უნდა შეეშინდეთ, რადგანაც ამავე პერიოდში მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. სასწორს შეუძლია გახდეს უფრო წარმატებული, მოიპოვოს შემოსავლის ახალი წყარო და დაქორწინდეს.

მორიელი

მნიშვნელოვანი თარიღების დასახელების მიუხედავად, მორიელების ბედი მათზე იქნება დამოკიდებული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი მუშაობა სჭირდებათ საკუთარ თავზე 24, 32, 49, 50, 64, 74 წლის ასაკში. გადადით თვითგანვითარებაზე, რადგან მხოლოდ ასე გაივლით გარდამტეხ მომენტებს ყველაზე მცირე დანაკარგებით.
mshoblebi
მშვილდოსანი

მშვილდოსანისთვის მნიშვნელოვანი წლები იქნება 24, 35, 39, 40, 43, 53, 59, 68, 75. ამ დროს მათ ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებები მოხდება და ეს ცვლილებები პოზიტიური იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნანატრ ბედნიერებას მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღწევენ.

თხის რქა
თხის რქები წინასწარ უნდა მოემზადონ ცვლილებებისთვის, რადგან შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზები დახვეთ ცხოვრებაში. ისინი მიჩვეულები არიან, ყველას დაუმტკიცონ, თუნდაც ბედს, რომ ყველაფერს თავისით, დამოუკიდებლად შეძლებენ. სამყარო კი მათ ძალებს გამუდმებით გამოცდის, ამიტომაც თხის რქებმა საბედისწერო ასაკების შესახებ უნდა იცოდნენ, რათა დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანონ. ეს წლებია: 21, 33, 36, 33, 41, 53, 57.

მერწყული
მერწყულის ცხოვრებაში საბედისწერო წლებია: 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. უფრო მეტიც, ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ იმას, რაც მათ ცხოვრებაში ხდება და მიაჩნიათ, რომ არაფრის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, უნდა დააკვირდეთ და დაიმახსოვროთ ყოველი წვრილმანი, რაც ამ დროს მოხდება, რადგანაც მას თქვენს მომავალზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

თევზები
ამ ნიშნის წარმომადგენლები მათ ცხოვრებაში მიმდინარე ნებისმიერ ცვილებას ძალიან ემოციურად და მტკივნეულად განიცდიან, არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგის მოტანა შეუძლია თითოეულ ასეთ ეტაპს. თუმცა, თევზებს ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გაუადვილდეთ შემდეგ წლებში - 24, 30, 33, 45, 47, 55, 60. ეს წლები მათთვის რაც შეიძლება მშვიდად და ბედნიერად ჩაივლის.


altყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ცოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ცოლების რეიტინგი


altსაუკეთესო ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ასტროლოგების რეიტინგი