ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა - მშობლები

ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა

2015-01-05 19:20:57+04:00

შეხედეთ ამ ქალს - და დაიმახსოვრეთ სამუდამოდ! შეხედეთ ამ ქალს - და დაიმახსოვრეთ სამუდამოდ! მსოფლიო მხოლოდ ახლა არ გამხდარა უმოწყალო - ის ყოველთვის ასეთი იყო... ჯილდო კი ყოველთვის არ ერგება მას, ვინც ამას სხვებზე მეტად იმსახურებს...

mshoblebi

ცოტა ხნის წინ, 98 წლის ასაკში ქალბატონი ირენა სანდლერი გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელმა ირენამ მოიპოვა ნებართვა, ვარშავის გეტოში მედპერსონალის სახით შესულიყო. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა გეტოებში და იცოდა ნაცისტების იმ გეგმების შესახებაც, რომელიც მათ ებრაელებთან დაკავშირებით ჰქონდათ. სამედიცინო ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, ხოლო სატვირთოს საბარგულში ტომარა ჰქონდა ცოტა უფრო მოზრდილებისთვის. მანქანით მას თან ძაღლიც დაჰყავდა, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმული ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქაურობას.

ბუნებრივია, ჯარისკაცები ვერ ეკარებოდნენ გაავებულ ცხოველს, მისი ყეფა კი ფარავდა ხმებს, რომელიც შესაძლოა ბავშვებს გამოეცათ. ამ გზით ირენამ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი. ერთხელ ნაცისტებმა ამხილეს და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ხელ-ფეხი სულ დამტვრეული ჰქონდა.

mshoblebi

ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.

გაგრძელება

mshoblebi

თავზარდამცემი ჩანაწერები - რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან