"სულ სხვა ადამიანია..." - პრინცესა შარლინი კიდევ უფრო სევდიანი გამოჩნდა საზოგადოებაში - მშობლები

"სულ სხვა ადამიანია..." - პრინცესა შარლინი კიდევ უფრო სევდიანი გამოჩნდა საზოგადოებაში

2022-05-02 06:59:38+04:00
მონაკოს პრინცესა შარლინს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. მას თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესად მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან გათხოვების დღიდან მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა და მისი ფოტოების უმრავლესობაც მისი უბედურების დასტურია. ქმრის მუდმივი ღალატი არ კმაროდა შარლინს, რომ მოულოდნელი განსაცდელი დაატყდა თავს, რომელმაც სერიოზული კვალი დაამჩნია.

როგორც ცნობილია, შარშამ გაზაფხულზე მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა მონაკოს პრინცესა შარლინს ძალიან ძვირად დაუჯდა. მონაკოს 63 წლის პრინცის ალბერ მეორის ცოლს, 43 წლის შარლინს რაღაც ინფექცია შეეყარა, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია. თავისი ფონდის ფარგლებში პრინცესა მარტორქების გადასარჩენად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ძალიან მალე გახდა ცუდად და ამ დრომდე რამდენიმე რთული ოპერაციაც გადაიტანა გამოსაჯანმრთელებლად. ბოლოს სექტემბერში გახდა ისევ ცუდად, გონება დაკარგა ე.წ. ლორ-ინფექციის გართულების ფონზე. ამბობენ, რომ ეს უცაბედი მოგზაურობაც ქმრის მორიგი ღალატის შესახებ ამბის გაგებისთანავე დაგეგმა და ძალიან ძვირად დაუჯდა... 
mshoblebi
ამ ხნის განმავლობაში, მრავალი თვე სამხრეთ აფრიკაში იყო, შვილებისგან შორს და სულ რამდენჯერმე მიეცა მათი ნახვის საშუალება. ბოლო პერიოდში მონაკოში დაბრუნდა, თუმცა მისი ყოველი მორიგი საჯარო გამოჩენა სულ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს ბადებს, გამოჯანმრთელდა თუ არა სრულად პრინცესა და საერთოდაც, როგორ გრძნობს თავს. 
mshoblebi
ამჯერად შარლინი ქმარ-შვილთან ერთად ფორმულას ჩემპიონატს დაესწრო. პრინცესა ძალიან სევდიანი იყო და დასუსტებული, ბევრმა თანამემამულემ მისი ფოტოების ნახვის შემდეგ ისიც კი თქვა, რომ პრინცესა არ ჰგავდა თავის თავს. სანამ მისი ქმარ-შვილი რბოლს ადევნებდნენ თვალს, შარლინი სადღაც შორს უყურებოდა და თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.
mshoblebi
როგორც ამბობენ, შარლინი ჯერ არც აპირებდა მონაკოში დაბრუნებას და ქმრის მორიგმა ქცევამ აიძულა, დაბრუნებულიყო - ამბობენ, რომ ალბერი ყოფილ საყვარელს, ნიკოლ კოსტს ხვდება აქტიურად, რომელმაც წლების წინ შვილიც გაუჩინა. ჭორები გავრცელდა, რომ ალბერი მასზე დაქორწინებასაც გეგმავდა, სანამ შარლინი ჯანმრთელობისთვის იბრძოდა. ცნობილია, რომ მექალთანე ალბერს შარლინის ცოლად მოყვანის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი და ცოტა ხნის წინაც კი შეემატა მორიგი უკანონო შვილი მისი უკანონო შვილების არმიას. 
mshoblebi

ფაქტია, შარლინი მართლაც ძალიან უბედურია ალბერის გვერდით და როდემდე გაუძლებს ასე ცხოვრებას, არავინ იცის. როგორც ჩანს, ვერც განქორწინებას ბედავს და მისი ჯანმრთელობა და სილამაზე მოღალატე პრინცის ცხოვრების წესს ეწირება.

altვინ არის ქალი, ვის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - მონაკოს ახალი პრინცესა ეყოლება?