მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც ქალმა შემთხვევით დაიჭირა - მშობლები

მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც ქალმა შემთხვევით დაიჭირა

2022-05-03 16:26:09+04:00


ხაშურში, მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც დაბლა მდგომმა ქალმა დაიჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews.ge ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი ერთი წლის და 3 თვის იყო, რომელმაც გადმოვარდნისას მოტეხილობა მიიღო. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

“სტუმრად იყო მისული დედა თავის შვილთან ერთად. ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაბლა მდგომმა ქალმა მოასწრო მისი დაჭერა, თუმცა მოტეხილობა მაინც მიიღო”, – ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ სრულად

altრა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი