"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა? - მშობლები

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

2022-05-20 16:11:34+04:00


ბორ­ჯომ­ში ბოლო ზარი მსხვერ­პლით დას­რულ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში 4 ახ­ლად სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი იჯდა. მათ­გან ერთი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წარ­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი კი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში" არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­თა­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია.

ambebi.ge -ს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.

რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მწვა­ნე მო­ნა­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად იყ­ვნენ მი­სუ­ლი და რო­დე­საც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია.
განაგრძეთ კითხვა