"გუშინ მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო... არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს" - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედის ემოციური პოსტი - მშობლები

"გუშინ მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო... არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს" - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის დედის ემოციური პოსტი

2022-05-24 10:33:25+04:00
თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ რთუ­ლია, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

და­თის დედა, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რად მძი­მე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"დათი გუ­შინ მთე­ლი დღე ითხოვ­და ფეხი გა­მის­წო­რეო, მარ­ჯვე­ნა ფე­ხიო…რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვე­დი და გა­ვუს­წო­რე ის ერთი ცალი რაც დაგ­ვრჩა... მი­კონ­კრე­ტებს ეგ არა, მე­ო­რეო. არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო… რა ვუ­პა­სუ­ხო… რო­გორ აუხ­სნა რომ მე­ო­რე ფეხი აღარ აქვს, რომ წე­ლამ­დეა გა­დაჭ­რი­ლი ჩემი პა­ტა­რა. ნა­ხე­ვა­რი ბავ­შვი მი­წევს სა­წოლ­ზე და გული მის­კდე­ბა რომ ვუ­ყუ­რებ" - წერს ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში". განაგრძეთ კითხვა