პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას სკოლის მშობლები დაცვის წევრებს უჩივიან: "საინტერესოა, დედამ თუ იცის ამ საქციელის შესახებ?" - მშობლები

პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას სკოლის მშობლები დაცვის წევრებს უჩივიან: "საინტერესოა, დედამ თუ იცის ამ საქციელის შესახებ?"

2022-05-31 07:56:26+04:00

იმ სკოლის მშობლებმა, რომელშიც პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა სწავლობენ, დირექციასთან იჩივლეს. სკოლა საკმაოდ ძვირადღირებული და პრესტიჟულია, წელიწადში 24 000 ფუნტი ღირს და არცერთი მშობელი არ აპირებს მცირედი დისკომფორტიც კი აიტანოს და პროტესტის გარეშე დატოვოს. აღმოჩნდა, რომ მშობლებს დისკომფორტს პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას დაცვის წევრები უქმნიან. ბავშვების მანქანიდან გადმოსვლისას უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ბლოკავს ტროტუარს, მანქანის ძრავა კი მანამ ჩართულია, სანამ დაცვა პოზიციებს დაიკავებს და ბავშვები უსაფრთხოდ არ შევლენ შენობაში. ეს პროცესი კი თურმე ნერვებს უშლის სხვა მშობლებს და ადგილობრივ მოსახლეობასაც.
„დიდხანს ყოვნდებიან, კეტავენ ტროტუარს და დანარჩენები იძულებულნი არიან, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პრობლემა ექმნებათ ეტლით მოსარგებლეებსაც, ნამდვილი კოშმარია“ - წერს ერთ-ერთი მშობელი. მეორე კი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მცველმა რეაგირების გარეშე დატოვა თხოვნა, რომ გამოერთო ძრავა, სანამ ავტომობილი უძრავად იდგა. „ვფიქრობ, სამეფო ოჯახის ბავშვების დედამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვები ამ გამონაბოლქვიან გარემოში ყოვნდებიან. საინტერესოა, დედამ იცის ამის შესახებ?“ - ამბობს მშობელი.
ჯერ-ჯერობით საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია. კენსინგტონის სასახლეში აცხდებენ, რომ უსაფრთხოების საკითხები გადახედვას არ ექმემდებარება.
შეგახსენებთ, თავდაპირველად პრინცმა ჯორჯმა და კეიტ მიდლტონმა შვილები ტომას ბატერსის კერძო სკოლაში შეიყვანეს, თუმცა 2019 წელს სხვა სკოლაში გადაიყვანეს, რომელიც უინძორის სასახლესთან უფრო ახლოს მდებარეობდა.

altპრინცესა შარლოტას სიტყვები, რომლებზეც კეიტ მიდლტონს გული უკვდება: ისეთი ტონით ამბობს, რომ დედამ თავი დამნაშავედ იგრძნოს

alt"სამეფო კარის ბავშვებს სხვა გზა არ აქვთ, ეს ყველაფერი უნდა მოითმინონ და აიტანონ" - დაბადებიდან დაწესებული ჩარჩოები და 11 წესი, რომელსაც პრონცესა შარლოტა ვერასოდეს დაარღვევს

alt"ცოტა ხანში ვერავინ გაუბედავს შენიშვნის მიცემას" - პრინცესა შარლოტამ შეიძლება, ძმაზე ადრე დაიდგას დედოფლის გვირგვინი