რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

2022-06-05 09:36:03+04:00
ცნობილი ქართველი რეჟისორი თე­მურ ჩხე­ი­ძე 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები წერენ.

რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი:
"თუ ვინმეს განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ჩვენს პროფესიაში ეს თქვენ იყავით. ძალიან ძნელია ამასთან შეგუება".

მანანა ბერიკაშვილი:
"ჩემო ძვირ­ფა­სო, საყ­ვა­რე­ლო ბა­ტო­ნო თე­მურ! რო­გორ ჩამ­წყვი­ტეთ გული, რო­გო­რი და­ი­მე­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით!
მა­პა­ტი­ეთ, თუ იმ­დე­ნი ვერ მო­გე­ფე­რეთ, რაც გულ­ში მქონ­და".

თე­მურ ჩხე­ი­ძე დაიბადა 1943 წლის 18 ნოემბერს. 1965 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი, დი­მიტ­რი ალექ­სი­ძი­სა და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო.

1965-1967 წლებ­ში რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობ­და შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში. 1967-1970 წლებ­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. 1970-1980 წლებ­ში იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი, ხოლო 1980-1990 წლებ­ში კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი.

დად­გმუ­ლი აქვს სა­მოც­და­ათ­ზე მეტი სპექ­ტაკ­ლი.