"ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს... " - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას აცხადებს მომღერლის პროდიუსერი - მშობლები

"ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს... " - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას აცხადებს მომღერლის პროდიუსერი

2022-06-06 09:25:09+04:00


მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და სეფ­სი­სი აქვს - რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, მკურ­ნა­ლო­ბას პა­ლა­ტა­ში გა­დის, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის პრო­დი­უ­სერ­მა გია გო­გო­რიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ღერ­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დამ­დგა­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ის პა­ლა­ტა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.
უკე­თე­სო­ბაა, სი­ცხემ და­უ­წია. დღეს ვე­სა­უბ­რეთ, შე­და­რე­ბით კარ­გად სა­უბ­რობს. ექიმ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა რო­გორც გვი­თხრა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და სეფ­სი­სი აქვს. სეფ­სი­სი ჩვენ­თვი­საც "სი­ურპრი­ზი“ იყო. პრო­ცე­სი მი­დის, ექიმ­მა თქვა, უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ და მო­ვე­რე­ვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. რაც მთა­ვა­რია, მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, არ გარ­თუ­ლე­ბუ­ლა, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ და პა­ლა­ტა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გია გო­გო­რიშ­ვილ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.