რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებსაც ბავშვის ჩუტყვავილაზე აცრა სურთ - არის თუ არა ვაქცინა ხელმისწავდომი - მშობლები

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებსაც ბავშვის ჩუტყვავილაზე აცრა სურთ - არის თუ არა ვაქცინა ხელმისწავდომი

2022-06-14 10:46:51+04:00

ბოლო პერიოდში მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევები გაიზარდა. საქართველოში ჩუტყვავილასსაწინააღმდმეგო აცრა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში არ შედის, ამიტომაც დავინტერესდით, რამდენად გაზრდილია შემთხვევები და თუ იგეგმება ჩუტყვავილაზე ვაქცინაციის დანერგვა. შეკითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს მივმართეთ:- შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირე მატება შეინიშნება, თუმცა ასეთი ციკლური მატებები ჩუტყვავილას ახასიათებს ხოლმე, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.

- ხომ არ იგეგმება ვაქცინაციის გეგმიურ კალენდარში ჩუტყვავილაზე აცრის დამატებაც?

- ამ ეტაპზე არ იგეგმება. ახალი ვაქცინების დანერგვა ჩვენთან ეტაპობრივად მიმდინარეობს, ყველა ვაქცინას ერთდროულად ვერ შემოვიტანთ და დავნერგავთ. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემისთვის, რაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები და შესაძლებლობები ექნება ქვეყანას.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომელთა შვილებსაც ჩუტყვავილა აქვთ?

- მთავარი ჰიგიენური ნორმების დაცვაა. რაკი ვაქცინა არ გვაქვს, ჰიგიენური წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ეს იმას ნიშნას, რომ ბავშვი, რომელიც ავადაა და ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი უჩნდება, დანარჩენი ბავშვებისგან იზოლირებული უნდა იყოს. არ უნდა ატარონ დაბადების დღეებზე, ეზოში სათამაშოდ, საბავშვო ბაღებში და ასე შემდეგ, სანამ მთლიანად არ ალაგდება გამონაყარი.

- კონკრეტულად რა ნიშნები ახასიათებს ჩუტყვავილას?

- ეს არის მწვავე დაავადება, რომელიც იწყება ცხელებით, რომელსაც მალევე სპეციფიკური გამონაყარი დაერთვის. იწყება სახის მიდამოდან და მთლიან სხეულზე ვრცელდება. გამოყრა თანმიმდევრულია და ასევე ხდება მისი ალაგება. გამონაყარი ფუფხს იკეთებს. კანი აუცილებლად სუფთად უნდა იყოს, რომ გამონაყარის დაჩირქება მეორადი ინფექციის მოხვედრის გამო არ მოხდეს. ჩვეულებრივ, კეთილსაიმედოდ მთავრდება ხოლმე.

- რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს მდგომარეობა?

- რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო არსებობს გართულების რისკი. ასევე, დამატებითი რისკია ყველა იმ ბავშვში, რომლებსაც რაიმე თანდართული დაავადება, მდგომარეობა აქვთ იმუნური სისტემის მხრივ. გარდა ამისა, შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ბავშვთანაც მძიმედ წავიდეს, ამიტომაც ოჯახის ექიმთან, პედიატრთან კონსულტაციის გავლა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია. გამოჯანმრთელებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რომ გამონაყარი ალაგდეს და ფუფხი ჩამოსცილდეს. ფუფხიც შეიძლება გადამდები იყოს.mshoblebi ბოლო დროს ბევრი მშობელი დაინტერესდა, სად შეუძლია ბავშვის აცრა ჩუტყვავილაზე. როგორც აღვნიშნეთ, ეს ვაქცინა კომერციულ სექტორს შემოაქვსб თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო მარაგები თითქმის არ არსებობს. პირველი ვაქცინაცია ხდება 12-18 თვის ასაკში, მე-2 ვაქცინაცია - 4-6 წლის ასაკში. იმისთვის, რომ ბავშვი სრულად დავიცვათ ინფექციის განვითარებისაგან, საჭიროა ვაქცინაციის ჩატარება ორჯერ. ერთჯერადი ვაქცინაცია არ არის საკმარისი.ბევრმა მშობელმა ზუსტად არ იცის, რა დაავადებებზეა აცრილი მისი შვილი ან რომელ ასაკში რომელ ინფექციებზე ეკუთვნის აცრა. ამიტომ გთავაზობთ აცრების ეროვნულ კალენდარს.mshoblebiდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა,რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპიური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. გადაცემის გზებია: აეროგენული - დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში; კონტაქტური-ავადმყოფის ნერწყვით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნებით. ინკუბაციური პერიოდი კი ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 7-21 დღე გრძელდება.თამარ იაკობაშვილი

altჩუტყვავილას ანჯელინა ჯოლიც ვერ გაექცა - ბავშვებმა ვარსკვლავს ბატონები გადასდეს

altრით არის საშიში ჩუტყვავილა - ის არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში