"კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის, მოსწონს ქება-დიდება" - ვინ არის ბიჭი, რომლის მიერ ნამღერი დაბადების დღის სიმღერაც ინტენეტჰიტი გახდა - მშობლები

"კომენტარებს რომ ვუკითხავ, იღიმის, მოსწონს ქება-დიდება" - ვინ არის ბიჭი, რომლის მიერ ნამღერი დაბადების დღის სიმღერაც ინტენეტჰიტი გახდა

2022-06-14 14:13:43+04:00
სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ყვე­ლა თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ, იქ ახა­ლი ამ­ბე­ბი, სა­ხა­ლი­სო, თბი­ლი ვი­დე­ო­ე­ბი თუ ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვრცელ­დე­ბა და ამ­ჯე­რა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ერ­თმა პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნამ და­ი­პყრო, რო­მე­ლიც თეთრ კლა­ვი­შებ­ზე მთე­ლი ემო­ცი­ით და­ბა­დე­ბის დღის სიმ­ღე­რას მღე­რო­და.

სა­ფეხ­ბურ­თო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბი­ჭუ­ნა დიდი მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებ­და სიმ­ღე­რას. ვი­დე­ომ ერთ დღე­ში იმ­ხე­ლა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ ახლა Facebook-სა და tiktok-ზე - ყველ­გან მას შეხ­ვდე­ბით. ჩვენც ამ თბი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ფონ­ზე ან­დრი­ას დე­დას - თეა მა­ლაყ­მა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და პა­ტა­რა ვარსვლავ­ბი­ჭუ­ნა­სა და ოჯახ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- მოგ­ვი­ყე­ვით ცოტა რამ თქვენ­ზე - ის, რაც გინ­დათ, რომ ჩვენ­მა მკი­თხველ­მა იცო­დეს...

- ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ორი შვი­ლის დედა. ბავ­შვო­ბი­დან ვარ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, მიყ­ვარს ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე არც ერთი მის­წავ­ლია. პა­ტა­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ოჯა­ხი გვაქვს, რაც კარ­გად ჩანს ვი­დე­ო­ებ­შიც. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო