"იქ მე­ტად აღი­ა­რეს, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი... მოსკოვში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დე­ბი გა­ი­ა­რა და ყველაფერი აგურ-აგურ აშენა" - ლევან კბილაშვილის მეგობარი - მშობლები

"იქ მე­ტად აღი­ა­რეს, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი... მოსკოვში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დე­ბი გა­ი­ა­რა და ყველაფერი აგურ-აგურ აშენა" - ლევან კბილაშვილის მეგობარი

2022-06-24 09:22:25+04:00
31 წლის ნი­ჭი­ე­რი მომ­ღერ­ლის, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გულ­წრფე­ლი ემო­ცია და სამ­ძი­მა­რი გა­მო­ხა­ტა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ლე­ვა­ნის ფო­ტო­ე­ბით და მისი ვი­დე­ო­ე­ბით გა­და­ივ­სო...

ბევ­რმა სი­ნა­ნუ­ლი იმის გა­მოც გა­მოთ­ქვა, რომ ეს ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გა­იც­ნო. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რაც მარ­თლაც და­სა­ნა­ნია...

რო­დის დაკ­რძა­ლა­ვენ და სად გა­ი­მარ­თე­ბა ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლის პა­ნაშ­ვი­დი, ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE ლე­ვა­ნის მე­გო­ბარს, მუ­სი­კოს დათო ლონ­და­რი­ძეს ესა­უბ­რა:

- სამ­წუ­ხა­როდ, ისე მოხ­და, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ლე­ვა­ნი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გა­იც­ნო...

- კი, ასეა... და ამა­ზე სულ იყო ხოლ­მე სა­უ­ბა­რი, რომ ლე­ვანს და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ჩვენ­ში მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობ­დნენ. "ჯე­ოს­ტა­რის" პე­რი­ოდ­ში ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა­ღაც დო­ზით გა­იც­ნო, მაგ­რამ მერე ის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და და სა­ერ­თოდ, ოჯახ­ში თით­ქმის ყვე­ლა იუ­რის­ტი ჰყავს - მშობ­ლე­ბი, ძმა. ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა, რო­გორც ჩანს, ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და...

მოკ­ლედ, სა­მი­ნის­ტრო­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ლე­ვა­ნი მიხ­ვდა, რომ "სხვა­გან" იყო. სიმ­ღე­რა სწყუ­რო­და, მის გა­რე­შე ვერ ძლებ­და. ამი­ტომ, იმ სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა და უკვე ერ­თად ვცა­დეთ რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, ბენ­დით შევ­კრი­ბეთ. ზრდის და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვით.

მი­უ­ხე­და­ვა­და ამი­სა, აქ რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მი­ე­ცა და გა­და­წყვი­ტა, ძა­ლე­ბი უცხო­ეთ­ში მო­ე­სინ­ჯა. მოს­კოვ­ში იქა­ურ "ვო­ის­ზე“ გა­მო­ვი­და და სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბით. იმის მერე ეტა­პობ­რი­ვად ბევ­რს მი­აღ­წია. იქ მე­ტად აღი­ა­რეს და რო­გორც მომ­ღე­რა­ლი შედ­გა. ქარ­თუ­ლი ნიშა თა­ვი­დან­ვე და­ი­ჭი­რა და ბო­ლომ­დე არც და­უ­კარ­გავს. თა­ვი­დან რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დე­ბი გა­ი­ა­რა. მთე­ლი ოჯა­ხი აქ იყო და ის კი იქ სრუ­ლი­ად მარ­ტო. ყვე­ლა­ფე­რი ასე 6 წელი აგურ-აგურ აშე­ნა...
განაგრძეთ კითხვა

alt"ასე გა­მო­გა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან, დედი... ახლა ჩვენ გე­ლო­დე­ბით აქ, ქარ­თულ მი­წა­ზე" - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ვიდეო