მომღერალმა გია სურამელაშვილმა გადაცემაში, სიკეთე მარტივია, დებზე, მშობლებსა და ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა არ აქვს.
„დებთან გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა, უმძიმესი ადამიანი ვარ, არავის არასოდეს არაფერს ვპატიობ. განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ. ვარსკვლავურად ვშოულობდი სერიოზულ ფულს, რასაც მთლიანად ოჯახს ვახმარდი. ეს უნდა ყველაფერი გავაკეთე მათთვის, ყველასთვის, თუმცა გამოვიდა, რომ თურმე ასეც უნდა მომხდარიყო. ეს ხომ არ უნდა გამოიყენო სიზარმაცისთვის. ლია რომ გარდაიცვალა, იქ დამთავრდა ყველაფერი. არა, არ შემძულებია არც დები, არც მამა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ რაღაცნაირად გავცივდი. თითქოს წავიქეცი. ლიას სიკვდილის შემდეგ ერთი წელი გონზე არ ვიყავი, ვერავის წარმოედგინა ჩემი სიმღერა. მამაც ლიას სიკვდილმა წააქცია, სამ წელიწადში გარდაიცვალა. მამას პირველმა მე ვუთხარი დედის ამბავი - მამა, დავიღუპეთ-მქთქი. მამა ახალ წელს გარდაიცვალა, 31-ში, დედა თავის დაბადების დღეს, 8 მარტს.“ - ამბობს გია სურამელაშვილი. მისი თქმით, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. „დედა სარკომით გარდაიცვალა. ათ დღეში, უცებ, ისე, რომ ვერაფერი ვერ გავუკეთე. მე, ვისაც ყველაფერი შემეძლო, ვერაფერი გავუკეთე. არ შეიძლება ასეთი სიყვარული, როგორც ის მიყვარდა. ასე არავინ არ უნდა გიყვარდეს. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაცნაირად გავცივდი,“ - იხსენებს მომღერალი. კითხვაზე, როგორი მამა იყო თავად, პასუხობს: „საოცარი მამა ვიყავი, მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებმაც გამიზარდეს შვილი. მე ყველაფერი მისთვის გავაკეთე, მისთვის ვარსებობდი, პრინცივით გავზარდეთ... მაგრამ დღეს ყველა დაუნახავია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ბედნიერია თვითონ. ძალიან კარგი რძალი მყავს, ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილიშვილი ჩემს ხელში იზრდება... მე მაინც ჩემი ჩაკეტილი ცხოვრება მაქვს. შეიძლება უფრო ცივი ვარ. ოჯახისთვის მაინც ვერ ვივარგე. ჩემს ცხოვრებაში არ არის ოჯახი პრიორიტეტული, მე მიყვარს ჩემთვის მარტოობა“ - ამბობს გია სურამელაშვილი.