მარიკა თხელიძე ორსულადაა - ფოტო-ვიდეო სქესის გაგების ცერემონიიდან - მშობლები

მარიკა თხელიძე ორსულადაა - ფოტო-ვიდეო სქესის გაგების ცერემონიიდან

2022-06-27 18:45:34+04:00
მომღერალი მარიკა თხელიძე ორსულადაა და მალე გოგონას დედა გახდება. მარიკას მეუღლე "ქართული ოცნების" წევრი გიორგი მანველიძეა. გიორგი და მარიკა ერთმანეთს ნინი ქარსელაძემ გააცნო, რის შემდეგაც წყვილი დაახლოვდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შეიქმნა.

როგორც გიორგისთვის, ასევე მარიკასთვის ეს მეორე ქორიწნება, ორივეს ჰყავთ შვილები პირველ მეუღლეებთან, გიორგის გოგონა, მარიკას კი - ბიჭი. ახლა წყვილი საერთო შვილის მოლოდინშია და როგორც ირკვევა მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
mshoblebi
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მარიკა არც პირად ცხოვრებაზე საუბრობდა და ურთიერთობებსაც გაურბოდა, გიორგიმ კი მოახერხა, რომ ეს მძიმე მდგომარეობა დაეძლია და მისი გული მოეგო, „გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…“ - აღნიშნა მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში
mshoblebi
თეკლა ჟვანია