"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ... რა თქმა უნდა, იოლი არ იყო" - ლელა მებურიშვილი ლონდონურ ცხოვრებაზე და სამეფო დოღზე - მშობლები

"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ... რა თქმა უნდა, იოლი არ იყო" - ლელა მებურიშვილი ლონდონურ ცხოვრებაზე და სამეფო დოღზე

2022-06-30 08:33:35+04:00
ბრი­ტა­ნეთ­ში, ბერ­ქში­რის საგ­რა­ფო­ში, დოღი Royal Ascot-ი გა­ი­მარ­თა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, დო­ღის მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა არა მხო­ლოდ ჯი­ში­ა­ნი ცხე­ნე­ბი, არა­მედ დოღ­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დრეს­კო­დია. ეს ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეს­წრე­ბა. წელს ამ დოღს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და ოჯახ­თან ერ­თად. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის მო­ად­გი­ლეა. ოჯა­ხიც მას­თან ერ­თად არის.

- ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­ულ სა­ღა­მო­ზე მოგ­ვი­წია დას­წრე­ბამ - ბრი­ტა­ნეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ნა­ხა­ო­ბაა, ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბა. ის გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლას იმარ­თე­ბა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენც მო­ვა­ხერ­ხეთ მას­ზე დას­წრე­ბა. ეს და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო იყო. მი­ხა­რია, რომ ბავ­შვე­ბიც წა­ვიყ­ვა­ნეთ. ასეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე 10 წლამ­დე ბავ­შვებს არ უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით და ეს მათ­თვის დამ­ღლე­ლი იყო, ვფიქ­რობ, მა­ინც და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ ეს გა­რე­მო.

- დრეს­კო­დი რო­გო­რია?

- ამ წვე­უ­ლე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გეც­ვას კოქ­ტე­ი­ლის ან სა­ღა­მოს კაბა და გე­ხუ­როს შლა­პა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია ბავ­შვე­ბის­თვი­საც. თით­ქოს ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე თუ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვქონ­დეს ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, გვქონ­დეს იმის ხა­ლი­სი, რომ ხან­და­ხან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და­ვი­ვი­წყოთ, თვა­ლი და­ვას­ვე­ნოთ და ვი­სი­ა­მოვ­ნოთ. იმ­დე­ნი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი გვყავს, სა­ოც­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო.

- როდესაც მეუღლემ ბრიტანეთის საელჩოში მუშაობა გადაწყვიტა, თქვენ კარგა ხანს თავს იკავებდით გამგზავრებაზე. როდის წახვედით?


- ბაჩო ლონდონში სამუშაოდ ოქტომბერში წამოვიდა, დეკემბრის ბოლოს კი მეც ჩამოვედი ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობდი: ხან გადაღებები მქონდა, ხან - სპექტაკლები... 15 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და ძალიან გამიჭირდა იქიდან წამოსვლა, თუმცა როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, სპექტაკლებში მაინც ვთამაშობ. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ლევან წულაძეს. ძალიან ძნელია, უცხო ქვეყანაში ყველაფერი თავიდან დაიწყო, თუმცა სანამ ახალგაზრდა ხარ, ღირს ექსპერიმენტების ჩატარება და საინტერესო გამოცდილების შეძენა. აქაც ვეცდები, რაღაც საინტერესო გავაკეთო. ხუთი თვეა, რაც ლონდონში ვარ და უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან. ყველამ გამოთქვა სურვილი, მათ სააგენტოებთან გამეფორმებინა ხელშეკრულება და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.განაგრძეთ კითხვა