უჩას, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ჰყავს მეუღლე და სამი ულამაზესი შვილი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე თვის წინ შეექმნა. ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე.
ბოლო პერიოდში მკურნალობას აგრძელებდა საქართველოში, თუმცა, მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, დაუყოვნებლივ, საჭირო გახდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. (ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო). ამჟამად მას უტარდება შესაბამისი პალიატრიული (მზრუნველობის) მკურნალობა, ქიმიოთერაპია და ა.შ. რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
დღემდე ჩატარებული ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯები უზრუნველყო ოჯახმა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ოჯახს ამოეწურა ყველანაირი რესურსი. იმისათვის, რომ უჩამ შეძლოს მკურნალობის გაგრძელება და ფინანსების გამო კლინიკამ არ შეუწყვიტოს მკურნალობა, მას ჩვენი დახმარება სჭირდება.