კონსტანტინე მელაძემ პირველი ცოლ-შვილი მეორე ცოლთან წაიყვანა, იტალიაში - მშობლები

კონსტანტინე მელაძემ პირველი ცოლ-შვილი მეორე ცოლთან წაიყვანა, იტალიაში

2022-07-08 06:50:27+04:00
როგორც ჩანს, ცნობილი პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დიდი ხნით აპირებს ევროპაში ცხოვრებას. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძმებმა მელაძეებმა მკვეთრად გამოხატეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და რუსეთში დაიბლოკნენ კიდეც. კონსტანტინი დიდხანს იყო კიევში, მეორე ცოლის, ვერა ბრეჟნევას ახლობლებთან ერთად. მოგეხსენებათ, მომღერალი ვერა ბრეჟნევა ნახევრად უკრაინელია და ნახევრად რუსი და მანაც გამოთქვა მაშინვე პროტესტი ომის წინააღმდეგ. ვერა იტალიაშია ომი დაწყების პერიოდიდან.
მალე მასთან კონსტანტინიც ჩავიდა. იტალიაში, სადაც 2015 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც, მათ სახლი აქვთ - კონკრეტილად, საკურორტო ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ 59 წლის პროდიუსერმა თავისი პირველი ცოლ-შვილიც იტალიაში წაიყვანა. იანა სუმთან კონსტანტინს სამი შვილი ჰყავს - 22 წლის ალისა, 18 წლის ლია და 17 წლის ვალერი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.
mshoblebi
ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად იცხოვრებს მელაძის პირველი ოჯახი. სავარაუდოდ, მათ ახლოს უქირავა სახლი. როგორც ჩანს, მელაძე ნერვიულობს ოჯახის წევრების ბედზე, რომლებიც ამ დრომდე უკრაინაში იყვნენ და თანაც, მას შემოსავლებიც შემოაკლდა, რადგან რუსეთში საკმაოდ ბევრი კონტრაქტი ჰქონდა. სავარაუდოდ, ახლა ევროპაში აპირებს დამკვიდრებას და ორივე ოჯახზე ზრუნვას.