კიმ კარდაშიანი შიმშილით თავს იკლავს? - ვარსკვლავის სასტიკმა დიეტამ და გალეულმა სხეულმა საზოგადოება შეაშფოთა - მშობლები

კიმ კარდაშიანი შიმშილით თავს იკლავს? - ვარსკვლავის სასტიკმა დიეტამ და გალეულმა სხეულმა საზოგადოება შეაშფოთა

2022-07-08 13:51:35+04:00


კარდაშიანების ოჯახმა პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. კიმ კარდაშიანი კი ამ ვარსკვლავური ოჯახის ნამდვილად გამორჩეული წარმომადგენელია. ის მუდამ ახერხებს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას, თუმცა ბოლო დროს მის ირგვლივ ატეხილი ჩოჩქოლი რამდენადმე განსხვავდება ის სკანდალებისგან, რითაც კიმ კარდაშიანმა დღემდე თავი დაგვამახსოვრა.
საქმე მის სხეულს ეხება, რომელსაც კარდაშიანი სასტიკი დიეტებით აძლევს სასურველ ფორმას. მას უკვე ხმამაღლა აკრიტიკებენ ამის გამო და ანორექსიის ხელშემწყობი პროპაგანდის ნაწილადაც კი მოიხსენიებენ.
ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო, კონკრეტულად კი აპრილში, როცა კიმმა ლეგენდარული მერილინ მონროს კაბის დაქირავებაზე თანხმობა მიიღო. როგორც გახსოვთ, ამ კაბაში გამოწყობილმა მერილინმა პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. კარდაშიანის თქმით, ამ კაბის ჩაცმა მისი ოცნება იყო და ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდ კი ეს სამოსი ტანზე მოერგო. თუმცა ოცნების ასასრულებლად კაბის ქირაში 5 მილიონის გადახდა საკმარისი არ აღმოჩნდა. ღმერთმა ისეთი დაბრკოლება მოუვლინა, რომელსაც ფულით ვერ გადალახავდა. მერილინის კაბა საჭიროზე 2 ზომით პატარა იყო. კიმის თეძოები კი კაბის გარშემოწერილობაზე 6-სმით განიერი.
mshoblebi
როგორც ამბობენ, ამ ამბავმა ვარსკვლავი პანიკაში ჩააგდო, თუმცა ფული უკვე გადახდილი იყო და მიზანიც - დასახული. ჰოდა კიმმა ასეთი რამ მოიფიქრა: თუ კაბა ვერ ერგება სხეულს, სხეული უნდა მოერგოს მას,
Met Gala-ს წითელ ხალიჩამდე 3 კვირა ჰქონდა დარჩენილი. ამ დროში თეძოებიდან მინიმუმ 6 სანტიმეტრი უნდა "გაექრო". კარდაშიანი მოქმედებაზე გადავიდა, უფრო სწორად, სასტიკ დიეტასა და ყოვლად მავნებელ დღის რეჟიმზე.

mshoblebi
„საუნა-კოსტიუმს დღეში ორჯერ ვიცვამდი, დავრბოდი, გამოვრიცხე შაქარი, მხოლოდ ბოსტნეულს და ცილას ვიღებდი. ვიკვებებოდი დღეში ერთხელ ან ორჯერ. ვერ ვიტყვი, რომ შიმშილით ვკვდებოდი, თუმცა ძალიან მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. ცუდი არაფერი ჩამიდენია. კრისტიან ბეილიც ძალიან გახდა როლისთვის, რენე ზელვეგერი კი გასუქდა. არცერთი იყო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაგრამ რატომღაც ისინი არავინ გაუკრიტიკებია, მე კი მაკრიტიკებენ“ - ამბობდა კიმი.
mshoblebi
ამის შემდეგ ცოტა ხნით ყველა დამშვიდდა, რადგან ერთხელაც პიცის ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ უბრუნდებოდა „მეგობარ ნახშირწყლებს“. კრიტიკის ტალღაც მინელდა, თუმცა ცოტა ხნით - სანამ პარიზში მაღალი მოდის კვირეული არ დაიწყო. კიმი მას ვერ გამოტოვებდა, მეტიც, Balenciaga-ს შოუში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ უნიკალური გამოცდილება შეიძინა. სამაგიეროდ რეპორტიორებს არ გამოპარვიათ მისი შეცვლილი სხეული - 41 წლის ვარსკვლავი უკიდურესად გამხდრად მოეჩვენათ.
mshoblebi
ფაქტია, კიმი აგრძელებს წონაში კლებას. უცვლელი რჩება სხეულის მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ქირურგიულად აქვს დამუშავებული. სხვა დანარჩენი მოცულობაში აშკარად მცირდება. მისი თაყვანისმცემლები განგაშს ტეხენ, ფიქრობენ, რომ მათი სათაყვანებელი ვარსკვლავი ვეღარ ჩერდება. ექიმებმაც თქვეს თავისი სიტყვა - კვების ეს რიჟიმი კრიტიკულად სარისკოაო. ცნობილი დიეტოლოგი ჯონათან ვალდესი კი კარდაშიანი დიეტას არარეალისტურს უწოდებს „დაკლება არ ნიშნავს მხოლოდ ცხიმის კლებას. კილოგრამები, რომელიც კარდაშიანმა დაკარგა, მხოლოდ ცხიმს კი არა, სავარაუდოდ, სითხესაც შეიცავს. კვირაში 7 კილოგრამის კლება ნორმალური არ არის“ - ამბობს ვალდესი.
როგორც ჩანს, კარდაშიანი როლებმა ძალიან გაიტაცა - ჯერ მერილინი განასახიერა, ახლა კი პოდიუმის მოდელის როლში შედის. თაყვანისმცემლებს იმედის მეტი არაფერი დარჩენიათ, იმედი, რომ ვარსკვლავი გონს მოეგება და შიმშილით თავს არ მოიკლავს.
mshoblebi