"ბავშვები იყვნენ შეკრებილები, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა... ალბათ, იფიქრა გავაკეთებო..." - უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა - მშობლები

"ბავშვები იყვნენ შეკრებილები, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა... ალბათ, იფიქრა გავაკეთებო..." - უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-07-10 15:58:23+04:00
ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში, უბე­დურ შემ­თხვე­ვას 18 წლის ბი­ჭის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე, სა­დაც ბავ­შვე­ბი ბურთს თა­მა­შობ­დნენ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ჩარ­თვას ცდი­ლობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის და­უც­ველ ელექტრო­სა­დე­ნებს შე­ე­ხო, რის შე­დე­გა­დაც, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

"ბავ­შვე­ბი შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ და ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ. მა­მა­მი­სი ხე­ლო­სა­ნია, მა­ნაც იცო­და ბევ­რი რა­ღაც. ალ­ბათ, იფიქ­რა გა­ვა­კე­თე­ბო. გა­ნა­თე­ბა არის მაგ­რამ რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა ნუგ­ზარ შენ­გე­ლი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.