მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემაში "ნოესთან“ ვრცლად ისაუბრა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე, გარდაცვლილ მამაზე, ბებიაზეც...
ნინი ბადურაშვილი:
"გათხოვების დროს ემოციურად ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არ იცოდა ჩემი ხასიათი და არც - მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება.
შეიძლებოდა მეც ანგარიში გამეწია, მასაც და უფრო დიდხანს ვყოფილიყავით ერთად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა.
ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა. მოსკოვში რაღაც კონცერტი ტარდებოდა და ის ამ ღონისძიების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო, ასე გავიცანით ერთმანეთი".
ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი 7 წლის გახდა - მხიარული დაბადების დღე და მამის მოლოცვა მოსკოვიდან
კითხვაზე, არის თუ არა ეს ქორწინება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ნინი ბადურაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა...
"დედობისთვის მზად ვიყავი. 26 წლის გავთხოვდი და ვფიქრობ, ნორმალური ასაკია. ასეთი ბედნიერება არ არსებობს. რაც არ უნდა ვაკეთოთ და შევქმნათ, მთავარი მაინც შვილებია. ელენე აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. მას შეუძლია სითბოს გადმოცემა, რაც, სამწუხაროდ, მე არ მაქვს, შეიძლება ძალიან მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ..." - თქვა მომღერალმა გადაცემაში.
განაგრძეთ კითხვა