რატომ თქვა უარი ტომ კრუზმა ერთადერთ ბიოლოგიურ შვილზე - სური კრუზი მამას 10 წელია, არ უნახავს - მშობლები

რატომ თქვა უარი ტომ კრუზმა ერთადერთ ბიოლოგიურ შვილზე - სური კრუზი მამას 10 წელია, არ უნახავს

2022-07-14 04:56:21+04:00

ტომ კრუზისა და კეიტ ჰოლმსის ქალიშვილი დაბადებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. გოგონას სპარსული წარმოშობის ულამაზესი სახელი, სური შეურჩიეს, რაც „წითელ ვარდს“ ნიშნავს. სური იმდროინდელი რეპორტიორების საყვარელი სამიზნე იყო - მისი ფოტოებით იყო აჭრელებული ყვითელი პრესის ფურცლები. მშობლები გოგონას დაბადებიდანვე ცნობილი დიზაინერების ტანსაცმლით მოსავდნენ, 3 წლის სური საზოგადოების წინაშე უკვე ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩნდა, 5 წლისა ასაკში მოიპოვა ტიტული, როგორც ყველაზე მეტი ფოტოს მქონე ბავშვმა, 7 წლისა უკვე ტანსაცმლის საკუთარ ხაზს ფლობდა.
შეგახსენებთ, რომ სური ტომ კრუზის ერთადერთი ღვიძლი შვილია, მის გარდა 2 ნაშვილები ჰყავს ნიკოლ კიდმანთან ქორწინების შედეგად.
mshoblebi
გოგონა უკვე 16 წლისაა. ის ზოგჯერ ჩნდება სოციალურ ქსელში და როგორც ცანს, ჩვეულებრივი მოზარდის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა უკვე ათი წელია ის მამას არ უნახავს. რატომ მიატოვა ტომ კრუზმა ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. თუმცა ეჭვობენ, რომ ეს რელიგიური მოსაზრებითაა ნაკარნახევი. ტომ კრუზი და მისი ორივე ნაშვილები შვილი საიენტოლოგიის მიმდევარია. კეიტ ჰოლმსი და სური ამ რელიგიას არ იზიარებენ. შესაძლოა, ტომს რელიგია უკრძალავს არასაიენტოლოგებთან ურთიერთობას. თუმცა ეს მიზეზი უმრავლესობისთვის დამაჯერებელი არ არის.

altტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანს მათი ვაჟის ქორწილზე დასწრება აუკრძალა