ითვლება, რომ დაბადების თარიღი არ არის მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე, როდესაც თქვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინა. არამედ, მას შეუძლია განსაზღვროს მისი კარიერა, პიროვნული თვისებები და გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზეც კი.
იანვარში დაბადებული ბავშვი
Journal of Sciences-ის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 100 ცნობილ ადამიანს დააკვირდნენ , მათ შორის იყვნენ მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ვარსკვლავი მერწყულის ნიშნით დაიბადა. იანვარში დაბადებული ბავშვების დიდი ნაწილი ექიმის ან იურისტის პროფესიას ირჩევს. ამ თვეში დაბადებული ბავშვი პოტენციურად მდიდარი და ცნობილია. იგი სიკეთითა და კეთილშობილებითაც იქნება გამორჩეული.
თებერვალში დაბადებული ბავშვი
მხატვრები და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები თებერვალში იბადებიან - ეს კვლევამ აჩვენა. თებერვლის ბავშვებს მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ და ემპათიურები არიან, მაგრამ ხშირად თავიანთ გრძნობებს მალავენ.
მარტში დაბადებული ბავშვი
ამ თვეში კრეატიული ადამიანები იბადებიან, რომლებიც ხშირად მუსიკოსები ხდებიან და შემოქმედებით სფეროში დიდ წარმატებას შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის გამო აღწევენ.
აპრილში დაბადებული ბავშვი
აპრილში იბადებიან აღმასრულებელი დირექტორები და კომპანიის მენეჯერები. გამოირჩევიან თავდაჯერებულობითა და მეგობრების ადვილად შეძენის უნარით. ეს ადამიანები მომთმენები, სანდო და მტკიცე ხასიათის არიან. მაგრამ, თუ აწყენინებთ, ამას დიდხანს დაიმახსოვრებენ.
მაისში დაბადებული ბავშვი
კვლევის მიხედვით, მაისში დაბადებულ ბავშვებს მცირე შანსი აქვთ, რომ სპორტში წარმატებას მიაღწიონ, თუმცა ეს მაინც პიროვნულ თვისებებსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს დევიდ ბექჰემი, რომელიც 2 მაისსაა დაბადებული. მაისში დაბადებული ბავშვები შრომისმოყვარეები არიან და არ დაგჭირდებათ სპეციალური გრაფიკების შედგენა და შვილისთვის მეცადინეობის დაძალება. გარდა ამისა, ამ თვეში მახვილგონიერი და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარით დაჯილდოებული ადამიანები იბადებიან.
ივნისში დაბადებული ბავშვი
ამ თვეში ნობელის პრემიის ბევრი ლაურეატი დაიბადა. ივნისში დაბადებული ბავშვები გამოირჩევიან ინტელექტით, თუმცა შეიძლება ხშირად მოიწყინონ. ამიტომ, წინასწარ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დატვირთოთ და გაართოთ თქვენი შვილი. ამ თვეში დაბადებული ბავშვები ემოციურები, რომანტიკულები და ცოტა მორცხვები არიან.
ივლისში დაბადებული ბავშვი
ივლისში დაბადებული ბავშვები მგრძნობიარე და მოსიყვარულეები არიან. ასევე, აქვთ ძალიან დიდი ენერგია და ბავშვობიდან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი. არიან შესანიშნავი ლიდერები, თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც უყვართ ყურადღება და ზრუნვა.
აგვისტოში დაბადებული ბავშვი
კვლევის მიხედვით, აგისტოში ბევრი სტილისტი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სკოლასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ ჰქონდეთ, აგვისტოში დაბადებული ბავშვები ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი ადამიანები ხდებიან. გარდა ამისა, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
სექტემბერში დაბადებული ბავშვი
სექტემბერში დაბადებული ბავშვები შესამჩნევი პერფექციონიზმით წარმატებით გადაჭრიან ხოლმე პრობლემებს. ისინი კომუნიკაბელური და მოსიყვარულეები არიან, თუმცა ხანდახან მესაკუთრეობასაც ავლენენ.
ოქტომბერში დაბადებული ბავშვი
ოქსფორდისა და კემბრიჯის მონაცემების მიხედით, ოქტომბერში დაბადებული ბავშვები 30 პროცენტით უფრო ხშირად იკავებენ ადგილს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ვიდრე ივლისში ან სხვა თვეებში დაბადებული ბავშვები. ისინი აკადემიური პოტენციალით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში დაბადებული მორიელები შეიძლება საკმაოდ დაუნდობლები იყვნენ. ზოგადად კი ამ თვეში დაბადებულ ადამიანებს მზრუნველობა და ერთგულება, ასევე ინტუიციის შესანიშნავი გრძნობა ახასიათებთ.
ნოემბერში დაბადებული ბავშვი
ნოემბერში დაბადებულ ბავშვებს სწავლა ძალიან უყვართ. ასევე, შესაძლოა ძალები მსახიობობაშიც მოსინჯონ. გარდა ამისა, მათი გამორჩეული თვისებაა ისიც, რომ ურჩევნიათ საქმეები სხვების გარეშე, დამოუკიდებლად აკეთონ. ასე ბევრად უკეთეს შედეგს იღებენ.
დეკემბერში დაბადებული ბავშვი
დეკემბერში დაბადებული ბავშვები ოპტიმისტურები, პოზიტიურები და ცოტა მოუთმენლებიც არიან. მათ უნდათ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმონ და გააკეთონ. ისინი სრულყოფილებისაკენ ისწრაფვიან და შესაძლოა, მორცხვობაც ახასიათებდეთ. მაგრამ, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანები არიან.