სად აგრილდება და სად უფრო დაცხება უახლოესი დღეების განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი - მშობლები

სად აგრილდება და სად უფრო დაცხება უახლოესი დღეების განმავლობაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

2022-07-14 07:24:27+04:00
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კვლავ უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

- აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი 21 ივლისამდე გაგრძელდება. ტემპერატირა 33-39 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი ამინდი იქნება. 20 ივლისამდე ტემპერატურა 25-30 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 36-38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები.

თამარ იაკობაშვილი

alt"11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს" - რით ემუქრება სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას