კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე" - მშობლები

კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე"

2022-07-16 07:48:10+04:00
ა­ყუ­რე­ბე­ლი უმე­ტე­სად სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ამა თუ იმ შო­უ­დან იც­ნობს, თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა კი მისი რო­ლე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი უკეთ იცი­ან... მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვისი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად დიდ დროს, ენერ­გი­ას და ემო­ცი­ას უთ­მობს. წუხს იმა­ზე, რომ მისი პრო­ფე­სია და­ფა­სე­ბუ­ლი არ არის, რომ მსა­ხი­ო­ბი, მისი შრო­მის შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რა­დაც წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ვერ არის...

"ჩვე­ნი საქ­მე ძი­რი­თა­დად რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბათ, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის...„თე­ატ­რა­ლურ­ში“ რომ ვა­ბა­რებ­დი, ვი­ღა­ცე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ გირ­ჩევ, არ გინ­და" - რაც ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და, მაგ­რამ ახლა, როცა ვი­გებ, ვინ­მე მსა­ხი­ო­ბო­ბას აპი­რებს - ვურ­ჩევ, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, კარ­გად და­ფიქ­რდეს,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინო და წუ­ხი­ლით აღ­ნიშ­ნავს იმას, რომ არა­ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ მსა­ხი­ო­ბებს იმის­თვის, რომ პრო­ფე­სი­ა­ში იარ­სე­ბონ.
"ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბი სა­თა­ნა­დოდ არც ფი­ნან­სუ­რად და არც მათ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არ ფას­დე­ბი­ან. ადრე სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო...
რაც დრო გა­დის, არა­ვის ადარ­დებს ემო­ცი­უ­რად რო­გორ ვი­წუ­რე­ბით, რომ დღე და ღამე თე­ატ­რში ვართ და ვი­ხარ­ჯე­ბით... და კი­დევ ვი­ღა­ცებს შე­უძ­ლი­ათ თქვან, რომ - ჩვენ ვერ­თო­ბით და რა­ღა­ცას ვმა­ი­მუ­ნობთ... სი­ნამ­დვი­ლე­ში თი­თო­ე­უ­ლი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო მუმ­ლა­ძე.

- ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში, შენს კა­რი­ე­რა­შიც დიდი როლი ითა­მა­შა...


- დღეს­დღე­ო­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა, წარ­მა­ტე­ბა და ფი­ნან­სე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას უფრო მო­აქვს, ვიდ­რე თე­ატრს. ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ას დიდი როლი აქვს... ის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის ჩემს მი­მართ, ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს არა მხო­ლოდ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ რო­გორც წამ­ყვა­ნიც. ეს ამ­პლუა რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დიო სივ­რცე­შიც მიყ­ვარს. წამ­ყვა­ნო­ბა არ არის ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია, თუმ­ცა ასე­ვე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­აა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­სურ­ვებ­დი, ამ პრო­ფე­სი­ას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი და იმის­თვის შე­მე­თავ­სე­ბი­ნა, რა­საც ვა­კე­თებ.
ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­როა, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბაა და ამ მხრივ, ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო წარ­მა­ტე­ბას „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს“ ვუ­მად­ლი. ყვე­ლა სე­რი­ალ­ში, სა­დაც მი­თა­მა­შია, ძი­რი­თა­დად, მათი პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის სე­რი­ა­ლე­ბიც. ამ ყვე­ლა­ფერ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა და რა თქმა უნდა, მად­ლი­ე­რი ვარ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თე, ვარ­ჯი­ში და­გი­წყია და წო­ნაც დაკ­ლე­ბუ­ლი გაქვს...


- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ჭარბ წო­ნას ვებ­რძვი, რად­გა­ნაც წო­ნის მო­მა­ტე­ბის­კენ დი­დად მიდ­რე­კი­ლი ვარ. პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მერე, მე­გო­ნა, ფორ­მა­ში ჩავ­დგე­ბი, დაკ­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყებ­დი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. რაც 2 წელი და­ვის­ვე­ნე, ერ­თბა­შად ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბამ მო­მი­წია. ჭამა უმე­ტე­სად გა­რეთ მიხ­დე­ბო­და, გა­დარ­ბე­ნა მქონ­და და დაკ­ლე­ბის ნაც­ვლად წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე. ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში კრი­ტი­კულ წო­ნას მი­ვაღ­წიე. მივ­ხვდი, ამ ამ­ბავს ჩე­მით ვე­ღარ მო­ვე­რე­ო­დი, ვი­ღაც უნდა დამ­ხმა­რე­ბო­და. ამი­ტომ ერთ კარგ ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტორს მივ­მარ­თე. ან­რიმ სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა.

- რას გუ­ლის­ხმობ?


- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სწო­რად მო­მიდ­გა. ვარ­ჯი­შე­ბის და­წყე­ბამ­დე ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მომ­თხო­ვა, ვი­ტა­მი­ნე­ბი და­მი­ნიშ­ნა და რო­დე­საც ამის ფონ­ზე ოდ­ნავ ჯან­სა­ღად ვიგ­რძე­ნი თავი, დი­ე­ტა მერე და­ვი­წყე.

აგ­რე­სი­ულ ვარ­ჯიშს თა­ვი­დან­ვე არ შევ­დგო­მი­ვარ, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას ორ­გა­ნიზ­მი ნელ-ნელა, ეტა­პობ­რი­ვად შე­მაჩ­ვე­ვი­ნა. არ მა­კომ­პლექ­სებს, უბ­რა­ლოდ მარ­წმუ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სწო­რი მიდ­გო­მა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც და ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. მოკ­ლედ, დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა და ამის გა­რე­შე რაც არ უნდა გინ­დო­დეს, რთუ­ლია პრობ­ლე­მის და­მარ­ცხე­ბა. მოკ­ლედ, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა - ესაა ის, რა­საც ახლა დროს ვუთ­მობ, ამი­ტომ, სა­ვარ­ჯი­შოდ სი­ხა­რუ­ლით გავ­რბი­ვარ. წო­ნის კლე­ბაც მი­დის და ეს პრო­ცე­სი კი­დევ წინ არის. იხილეთ სრულად