პუტინის წერილი, მეგობარი ვარსკვლავები და კრიტიკა თანამემამულეების მხრიდან - გრიგორი ლეპსის სკანდალური იუბილე - მშობლები

პუტინის წერილი, მეგობარი ვარსკვლავები და კრიტიკა თანამემამულეების მხრიდან - გრიგორი ლეპსის სკანდალური იუბილე

2022-07-20 07:05:12+04:00
წარმოშობით ქართველმა, რუსული ესტრადის ვარსკვლავმა გრიგორი ლეპსმა 60 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. 16 ივლისს მან დიდი კონცერტი გამართა "ლუჟნიკების" სტადიონზე, შემდეგ კი წვეულება მოაწყო მეგობრებისთვის, რომელსაც მისი ვარსკვლავი კოლეგები ესწრებოდნენ. 

იუბილეზე ლეპსმა რუსეთის პრეზიდენტისგან საჩუქარიც მიიღო - მისალოცი დეპეშა, რომელშიც პუტინმა მას ნიჭიერი მომღერალი და კომპოზიტორი, კაშკაშა არაორდინარული ადამიაი უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა მისი "მოღვაწეობა საზოგადოებრივ, საქველმოქმედო და პატრიოტულ პროექტებში". ასევე პუტინმა მიანიჭა მას სახალხო არტისტის წოდება... 
mshoblebi
რასაკვირველია, ამ ფაქტს განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა. ყველაზე მეტად ლეპსი თანამემამულეებმა - ქართველებმა გალანძღეს და პუტინის სამსახურში ყოფნის გამო კრიტიკა არ დაიშურეს. სამწუხაროდ, ომის დაწყების დღიდან ლეფსი იმ ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც არ გაიპროტესტებიათ ძალადობა და ჩვეულად განაგრძეს საქმიანობა პუტინის რუსეთში. 

ცნობისათვის, გრიგორი ლეპსის ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა. სოჭში დაიბადა 1962 წელს. მამამისი სოჭში ხორცკომბინატში მუშაობდა, დედა, ნათელა - პროფესიით მედდაა. ჰყავს ასევე და ეთერი.
სკოლა სოჭში დაამთავრა, თუმცა სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა. უფრო სპორტი აინტერესებდა, ფეხბურთით იყო დაკავებული. შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, დასარტყამი ინსტრუმენტების კლასი. ჯარში მსახურის შემდეგ როკ-ჯგუფებში უკრავდა და საკმაოდ გვიან, 30 წლისამ გადაწყვიტა მოსკოვში გადაბარგება. "იმიტომ წავედი, რომ უკვე ვხვდებოდი, სოჭის რესტორნებში თუ დავრჩებოდი მომღერლად, როგორც არტისტი, დავიღუპებოდი. დღე და ღამ ვმუშაობდი და დაღლილობას ალკოჰოლით ვიხსნიდი..."

მოსკოვიც არ შეხვედრია გულითადად. ჩათვალა, რომ ყველა შანსი დაკარგა, სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა, ჩხუბობდა და როგორც ამბობს, 100 კილოგრამამდე იწონიდა... თუმცა მოახერხა ამ წუმპედან ამოსვლა და ცოტა ხანში რუსული ესტრადის ვარსკვლავადაც იქცა. მისმა ჰონორარებმაც იმატა. ორჯერ იყო დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.
მეორე ცოლს ცოტა ხნის წინ სკანდალურად დაშორდა. 
mshoblebi