კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი წლებია პოპულარობას არ კარგავს. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესი არსებობს მათი ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ.
ამჯერად ანუკი არეშიძის ძმებს გაგაცნობთ. ანუკის ორი ძმა ჰყავს, რატი და გიორგი.
გიორგი არეშიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სკანდალურად გაიცნო. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე პარტიის გამარჯვების შემდეგ მერიაში დასაქმდა, რის შემდეგად ფინანსურ სკანდალში გაეხვა და მაშინ კალაძემ ცოლის ძმას სამსახურიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე ბიზნესს დაუბრუნდა. ახალგარზდას ცოლი, მარიამ ფანჯავიძე და ორი შვილი ჰყავს.

რაც შეეხება ანუკის უფროს ძმას, რატის, მის შესახებ საზოგადოებაში არაფერია ცნობილი. მისმა სახელმა 2016 წელს მედიაში გაიჟღერა, როდესაც თბილისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მაშინ 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, 26 წლის გიორგი ყანჩაველი და 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს. მაშინ ფეიქრიშვილის მეუღლემ თათა ჩინჩალაძემ მომხდარში კახი კალაძე დაადანაშაულა და სწორედ მან გააჟღერა პირველად რატი არეშიძის სახელი.
განაგრძეთ კითხვა და უხილეთ ფოტოები