კახა კალაძე შვილებს ფეხბურთს ასწავლის - თბილისის მერის ოჯახური უქმეები - მშობლები

კახა კალაძე შვილებს ფეხბურთს ასწავლის - თბილისის მერის ოჯახური უქმეები

2022-07-24 18:37:55+04:00
თბილისის მერი კახა კალაძე ცდილობს, თავისუფალი დრო ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. უქმეები შვილებს განსაკუთრებით უხარიათ, რადგან მამა სახლშია და მათ გვერდით. როგორც ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, კალაძე შუათანა ვაჟს ფეხბურთში ავარჯიშებს. როგორც ჩანს, მას მეტი ინტერესი აქვს, რომ მამის პროფესიაში სინჯოს ძალები.