17 წლის გოგონა შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - გოგონას მშობლებმა მკვლელობამდე პოლიციაში სამჯერ შეიტანეს განცხადება, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა - მშობლები

17 წლის გოგონა შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - გოგონას მშობლებმა მკვლელობამდე პოლიციაში სამჯერ შეიტანეს განცხადება, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა

2022-07-28 07:05:58+04:00
მედიაში რამდენიმე დღეა შემზარავი კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევს მამაკაცი გოგონას და დანით მრავლობით დაზიანებას აყენებს. შემთხვევა ნოვოსიბირსკის საცხოვრებელ უბანში მოხდა და სათვალთვალო კამერითაა დაფიქსირებული. ცოტა ხნის წინ კი დანაშაულის დეტალების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა.

გაირკვა, რომ 27 წლის ტაჯიკეთის მოქალაქე ხუშნუდ ხამროევი და 17 წლის ოლგა რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ისინი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წელი ხვდებოდნენ. გოგონას მშობლებმა იცოდნენ, რომ მისი შეყვარებული მასზე ბევრად ბევრად უფროსი იყო, მაგრამ შეხვედრას არ უშლიდნენ. პირიქით, დედა ეხმარებოდა კიდეც, ადგილობრივ მაღაზიაში მოლარედ მუშაობდა და ხუშნუდიც იქ მოაწყო მტვირთავად.
დროთა განმავლობაში ახალგაზრდების რომანტიკული ურთიერთობა სრულიად შეიცვალა და ხამროევმა ეჭვიანობა დაიწყო. ამის ფონზე გოგონას ხშირად სცემდა. მშობლები იხსენებენ, რომ მათი შვილი ბოლო 6 თვის განმავლობაში სახლში ტირილით მიდიოდა და დედასაც კი ეუბნებოდა, რომ მეგობარი ბიჭი ცუდად ექცეოდა. მოზარდის თანაკლასელები კი ამბობენ, რომ ოლგა მოძალადის მიტოვებას აპირებდა, თუმცა მისი მუქარის ეშინოდა.
mshoblebi
გაირკვა, რომ 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე პოლიციამ გოგონას დედისგან სამი განცხადება მიიღო, რომლებშიც ხამროევის უკანონო ქმედებებზე საუბრობდა. ქალი აცხადებდა, რომ მამაკაცი მის შვილს მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა არც ერთხელ ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
26 ივლისს, 22:30 საათზე, სოვეცკის სამხარეო პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გოგონა ქუჩაში იწვა და სისხლისგან იცლებოდა. ოლგა მიყენებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა - ყოფილმა შეყვარებულმა დანით 15 ჭრილობა მიაყენა. ფაქტი სათვალთვალო კამერითაა დაფიქსირებული.
mshoblebi
დილის 9 საათზე ხუშნუდ ხამროევი დააკავეს. სავარაუდოდ, ის გაქცევას სატვირთო ავტომობილით ცდილობდა. მან დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ როდესაც გოგონას თავს დაესხა, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა ჰქონდა. მისი ერთ-ერთი ნაცნობი აცხადებს, რომ მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ ადრეც იყო საქმე აღძრული. კერძოდ, 2019 წელს ის არასრულწლოვანს თავს დაესხა და ტელეფონის წართმევა სცადა. ბავშვს მაშინ გამვლელები დაეხმარნენ. ოლგას გადარჩენა კი ვერავინ შეძლო.